თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი – ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან
პოლიტიკა

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული ინფორმაცია, რომ თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული ინფორმაცია, რომ…

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ.

ამ საკითხზე ისაუბრა ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილემ, ცირა ნაფეტვარიძემ, რომელმაც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა.

როგორც სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, მიმდინარე პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, რის დასტურადაც იმ გარემოებას ასახელებს, რომ ცხოველთა მიკედლებისა და მოვლის პროცესში სრულად არიან ჩართულები თავად მიმკედლებლები, მიუსაფარი ცხოველების უფლებადამცველები და ცხოველთა მოყვარულები.

„მიმდინარე პროცესი იმდენად გამჭვირვალეა, რომ ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული [ინფორმაცია], რომ თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ. ამას ეწინააღმდეგება ზუსტად ის გარემოება, რომ პროცესში სრულად ჩართული არის მიმკედლებელი ან და მიუსაფარი ცხოველების უფლებადამცველი, ცხოველთა მოყვარულები. ეს კიდევ ღია და ცალსახად გაშუქებული არის ოფიციალურ პლატფორმაზე.“- განაცხადა ცირა ნაფეტვარიძემ.

მსგავსი სიახლეები.