თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
განათლების და ჯანდაცვის დაფინანსების ეფექტურობით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია თენგიზ შარმანაშვილი: ზურგში დანა როგორ ჩავარტყით?! 5 მლნ დოლარი შევიტანეთ მასთან სახლში, საათები და ოქროს ზოდები დავალაგეთ, მერე ჩხრეკა მოვაწყვეთ და ეს ყველაფერი ამოვიღეთ?! – თვითონ ჩაირტყა ზურგში დანა სომხური მედია: ირანმა ფაშინიანს TRIPP-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პირობები წაუყენა ირაკლი ჭეიშვილი ღარიბაშვილზე: გამოძიებასთან თავად ითანამშრომლა და ბრალი აღიარა. სამართლიანად იხდის სასჯელს. აჯობებს საზოგადოებას უთხრას, საიდან ჰქონდა 12 მილიონი და ის სიმდიდრე, რაც მისი სახლიდან ამოიღეს კონგრესმენი ვიქტორია სპარცი: რა ირონიულია, რამდენიმე წლის წინ, პრორუსად მაცხადებდნენ იმის გამო, რომ უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მკაცრ კონტროლს ვითხოვდი – ხალხი ყოველთვის იხდის საფასურს იმ მთავრობისთვის, რომელსაც ირჩევს. უკრაინელები კი ამ ფასს სისხლით იხდიან
პოლიტიკა

ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება

ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია…

ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თენგიზ ჩალიგავა იმ ბრალდებებზე საუბრობს, რომ თითქოს სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანა ხდება.

მისი თქმით ნებისმიერი ინფორმაცია, თითქოს ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი აღნიშნულ ღონისძიებებს საერთაშორისო წესების დარღვევით ახორციელებს, სიმართლეს არ შეესაბამება.

მანვე აღნიშნა, რომ პროგრამის შემუშავების საწყის ეტაპზევე ჩართული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ექსპერტი და ამასთან, აღნიშნავს, რომ პროგრამა დასავლურ, აპრობირებულ მეთოდოლოგიას ეფუძნება.

„პროგრამის შემუშავების საწყის ეტაპზევე სურსათის ეროვნულ სააგენტოს ჩართული ჰყავდა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ექსპერტი. მისი რეკომენდაციები იქნა გათვალისწინებული პროგრამის შემუშავებაში და მის განხორციელებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამა ხორციელდება შემდეგი პრინციპით: -დაიჭირე, აცერი, ჩაუტარე კასტრაცია და დააბრუნე საწყის ტერიტორიაზე. ეს არის აპრობირებული მეთოდი, რომელიც არის თანამედროვე და აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი ახორციელებს აღნიშნულ ღონისძიებებს რაიმე საერთაშორისო წესების დარღვევით, არ შეესაბამება სიმართლეს“- განაცხადა თენგიზ ჩალიგავამ.

მსგავსი სიახლეები.