“ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს. იმედია, რომ ამ საკითხს მიიყვანენ ბოლომდე და არ დარჩება მხოლოდ დაპირებად! ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ ჩემი თანამოაზრეები და მე ამ საკითხის მოგვარებას. რასაც ვამბობდით დიდი ხანი, ისიც დადასტურდა, რომ ჩვენთან კომპანიები წეწავდნენ ხალხს და თურმე 10%-ით და 14%-ით უფრო მაღალ მოგებებზე გადიოდნენ კომპანიები ვიდრე ევროპის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა შედარებით უფრო მაღალ მსყიდველუნარიანია. ასევე, ახალ მაღაზიებს ხსნიან მშრომელების ექსპლუატირების ხარჯზე. ერთ კონსულტანტს ამუშავებენ 4-ის ნაცვლად და მიზერულ ხელფასზე და თან დაცვაც ეგაა და დამლაგებელიც. ამ უნამუსობას თუ მიეხედება და ბიზნესის ლობის ზეწოლას გაუძლებს მთავრობა, მართლა ძალიან მაგარი იქნება. ველოდებით ახლა ამის აღსრულებასა და კონკრეტულ შედეგებს. ამ საკითხებზე დღეს საღამოს იქნება ჩემი ვიდეოც, რომელიც კვირა დღეს ჩავწერეთ ჩემმა ძმაკაცმა და მე და აქედან გამომდინარე, არ ითვალისწინებს მთავრობის ინიციატივას.”- წერს კარანაძე.
ძალიან მისასალმებელია მთავრობის ინიციატივა ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენ მოსახლეობას და კონკრეტულად მშრომელ ხალხს ყოველდღიურობაში არ გვაქვს- წერს პოლიტოლოგი რევაზ კარანაძე სოციალურ ქსელში.
მსგავსი სიახლეები.
პოლიტიკა
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ
პოლიტიკა
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა