ძლიერი თოვის გამო საფრანგეთსა და ნიდერლანდებში საჰაერო, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
პარიზსა და ამსტერდამში ძლიერი თოვლის გამო ასობით რეისი გაუქმდა, ამსტერდამის გარშემო მატარებლების მიმოსვლა შეჩერდა, ხოლო პარიზში ავტობუსების მოძრაობა შეფერხდა.
ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტში, რომელიც ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია, დაახლოებით 700 რეისი გაუქმდა.
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპ ტაბარომ მგზავრებს მოუწოდა, სახლიდან გასვლამდე შეემოწმებინათ, სრულდებოდა თუ არა მათი რეისი და აეროპორტში მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ესარგებლათ.
ძლიერმა თოვლმა ასევე გამოიწვია ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა, რის გამოც ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.




