თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! გიორგი ქართველიშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია და ყველა დაეთანხმება და რას შვრება ამ დროს ოპოზიცია, რაზე იჭრიან ვენებს და ეხეთქებიან კედლებს? ირაკლი ქადაგიშვილი: ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა – აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო “გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სალჩოს განცხადებაზე: სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფის და დაუმორჩილებლობის გამო – ის არ იხდიდა ჯარიმებს. მგონი არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია ედიშერ გვენეტაძე: აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ
პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ

საქართველოში დღევანდელი აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ირკვევა, რომ სამწუხაროდ უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში დიდი ხანია წამოწყებულ და მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას. ეს იმ დროს, როდესაც თავად ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ,  – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

როგორც ის აღნიშნავს, აშშ-ის საელჩოს განცხადებიდან ჩანს, რომ როგორც კი იგრძნეს, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს კანონის და ბრძოლის გამკაცრებამ იმათ წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას და მის ისტორიას, კულტურასა თუ ტრადიციებს მიზანმიმართულად შეურაცხყოფს, მაშინვე დაიცვეს „წლების მანძილზე თავისივე ნაკვები უძღები ანტიქართულად მეტყველი და მოქმედი შვილები“.

„ამიტომ საბოლოოდ მყარდება აზრი იმის შესახებ , რომ სამწუხაროდ დონალდ ტრამპის სახელმწიფოებრივი რეფორმები არ შეხებია ჩვენთან მდებარე ამ უმნიშვნელოვანეს დაწესებულებას. არადა, როგორი იმედი ჰქონდა ამ პროცესის სამართლიანად და შედეგიანად წარმართვის ქართულ საზოგადოებას.

განცხადებიდან სჩანს, როგორც კი იგრძნეს საელჩოში ბაიდენისებურად მომუშავე და მათზე ზემდგომმა ბიუროკრატებმა თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მათი საქმიანობისათვის საქართველოში კანონისა და ბრძოლის გამკაცრებამ, იმათ მიმართ ვინც შეგნებულად, მიზანმიმართულად, დავალებით, გინებისა და ბილწსიტყვაობის მეშვეობით შეურაცხყოფასა და ზიანს აყენებენ ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ადამიანებს. მაშინვე მიმართეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ არაერთგზის ნაცად ხერხს და უმალ მიღებული განცხადებით (გახსოვთ ალბათ მაშინდელი სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობა დღეში რამდენ განცხადებას აკეთებდა საქართველოზე) დაიცვეს წლების მანძილზე თავისივე ნაკვები უძღები ანტიქართულად მეტყველი და მოქმედი შვილები.

ვერაფერს იტყვი. დიდი გამოცდილება აქვთ და მკაფიოდ იციან, რომ თუ წყალს ვერ აამღვრევ ისე მასში თევზის ჭერა ძნელია,“ – წერს გვენეტაძე.

მსგავსი სიახლეები.

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! გიორგი ქართველიშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია და ყველა დაეთანხმება და რას შვრება ამ დროს ოპოზიცია, რაზე იჭრიან ვენებს და ეხეთქებიან კედლებს?

1 წთ წინ2 წთ
ირაკლი ქადაგიშვილი: ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ… პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა – აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას

49 წთ წინ5 წთ
ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო “გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო “გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს

2 სთ წინ3 წთ