თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! გიორგი ქართველიშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია და ყველა დაეთანხმება და რას შვრება ამ დროს ოპოზიცია, რაზე იჭრიან ვენებს და ეხეთქებიან კედლებს? ირაკლი ქადაგიშვილი: ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა – აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო “გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სალჩოს განცხადებაზე: სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფის და დაუმორჩილებლობის გამო – ის არ იხდიდა ჯარიმებს. მგონი არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია ედიშერ გვენეტაძე: აშშ-ის უელჩო საელჩო ძველებურად კვლავ მკაფიოდ უჭერს მხარს ე.წ. ოპოზიციის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ლანძღვა-გინების ზღვარგადასულ კამპანიას, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციას დაუნდობელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული ასეთი ქმედებების მიმართ
პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო “გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს

ლადო სადღობელაშვილი აშშ-ის საელჩოზე: რთულია მიიღო “გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის…

აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობაა, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, აშშ-ის საელჩოს განცხადებას სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი აღნიშნავს, რომ სანამ თანამედროვე სამყარო ეჩვევა იმას, რომ ლანძღვა და ბილწსიტყვაობა პოლიტიკური პროცესის „ნორმალური“ ნაწილია, საქართველო იმ სიმაღლეზე უნდა დარჩეს, სადაც: სიტყვას აქვს ოქროს ფასი და პასუხისმგებლობა.

მისი შეფასებით, საქართველო ვერასოდეს მიიღებს სტანდარტს, სადაც დედის შეგინება „უფლებაა“, ხოლო ამის გამო პასუხის მოთხოვნა  „თავისუფლების შეზღუდვა.

„ორიოდე სიტყვით აშშ-ს საელჩოს განცხადებას მინდა გამოვეხმაურო სადაც საუბარია ინტრიგანი და ანგაჟირებული ჟურნალიაგას ვახო სანაიას დაკავებაზე!

– აშშ-ში კანონი სახელმწიფოს პირდაპირ უკრძალავს მოქალაქის დასჯას, გინდ პრეზიდენტს შეაგინოს და გინდ მის ოჯახს. მაგრამ ის, რაც ამერიკული კანონისთვის „უფლებაა“, ქართული ცნობიერებისთვის ხშირად ზნეობრივი დაცემა და უთავმოყვარეობაა. ჩვენთან სიტყვა არასოდეს ყოფილა უბრალო ჰაერის რხევა. საქართველოში ნათქვამს ყოველთვის მოჰყვებოდა პასუხისმგებლობა…

– სანამ თანამედროვე სამყარო ეჩვევა იმას, რომ ლანძღვა და ბილწსიტყვაობა პოლიტიკური პროცესის „ნორმალური“ ნაწილია, საქართველო იმ სიმაღლეზე უნდა დარჩეს, სადაც: სიტყვას აქვს ოქროს ფასი და პასუხისმგებლობა.

– ჩვენ არ გვჭირდება სხვისი სტანდარტები იმის გასაგებად, თუ რა არის თავმოყვარეობა. ქართული ცივილიზაციის ძალა სწორედ იმაშია, რომ ჩვენთვის ზნეობა კანონის შიშზე კი არ დგას, არამედ საკუთარი სინდისისა და ათასწლოვანი ტრადიციის პატივისცემაზე.

– სად მთავრდება აზრის გამოხატვა და სად იწყება სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა და ზნეობრივი ვანდალიზმი? აზრის გამოხატვის თავისუფლება შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანს ჰქონოდა უფლება ემსჯელა, ეფიქრა, გაეკრიტიკებინა ხელისუფლება, შეეთავაზებინა ალტერნატიული იდეები და დაეცვა სიმართლე.

– რთულია მიიღო “გაკვეთილები” სიტყვის თავისუფლებაზე იმ უწყებისგან, რომელიც სიძულვილის ენასა და უბრალო ბოროტმოქმედებას დემოკრატიის მიღწევად ასაღებს.

როდესაც უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა ვერ ამჩნევს (ან არ სურს შეამჩნიოს) განსხვავება პოლიტიკურ პოლემიკასა და ამორალურ ლანძღვას შორის, ის უბრალოდ კარგავს მორალურ უფლებას, ასწავლოს სხვა ერს, რა არის ცივილიზებული დებატები. კულტურული საზოგადოება იმით კი არ იზომება, თუ რამდენ გინებას ითმენს კანონი, არამედ იმით, თუ რამდენად მაღალია საზოგადოების შინაგანი კულტურა, რომ ბილწსიტყვაობა არ იკადროს.

Ps საქართველო ვერასოდეს მიიღებს სტანდარტს, სადაც დედის შეგინება „უფლებაა“, ხოლო ამის გამო პასუხის მოთხოვნა  „თავისუფლების შეზღუდვა“. – წერს სადღობელაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ოპოზიციის მიერ სახალხო მოძრაობის კრიტიკაზე: ვინმეს რომ რაიმე ძალადობა უნდოდეს, ამას ორგანიზაციის დაფუძნება რაში სჭირდება?! გიორგი ქართველიშვილმა თქვა ის, რაც რეალურად ყველა ნამდვილი ქართველის გულშია და ყველა დაეთანხმება და რას შვრება ამ დროს ოპოზიცია, რაზე იჭრიან ვენებს და ეხეთქებიან კედლებს?

1 წთ წინ2 წთ
ირაკლი ქადაგიშვილი: ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ… პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ვიღაცას რომ ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს უბრალოდ ინტელექტუალური დეგრადაციაა – აშშ-სთან ჩვენ არ ვაპირებთ ზედმეტ პოლემიკაში შესვლას

49 წთ წინ5 წთ
ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სალჩოს განცხადებაზე: სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ… პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სალჩოს განცხადებაზე: სანაია დააპატიმრეს არა იმდენად და არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირთა საჯაროდ შეურაცხყოფის გამო, არამედ კანონისადმი სისტემური უგულვებელყოფის და დაუმორჩილებლობის გამო – ის არ იხდიდა ჯარიმებს. მგონი არც ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ასეთი რამ არავის შერჩენია

2 სთ წინ2 წთ