— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს – საქართველოს წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში

ეკა სეფაშვილი: საქართველო ინტენსიურად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის…

მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ნათლად გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა. დღევანდელი განხილვის თემა ყველა მონაწილე სახემწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია. გამონაკლისი არც საქართველოა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სეფაშვილმა მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და აღნიშნა, რომ ქვეყანა შუა დერეფნის ლოგისტიკური, ციფრული და ენერგეტიკული ჰაბად იქცევა. მისივე თქმით, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში, გლობალური ეკონომიკისა და ციფრულ ტრანსფორმაციის საერთო განვითარებაში, აქართველო საკვანძო როლს ასრულებს.

„ბოლო წლებში საქართველო ინტენსიურად ახორციელებს რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის მნიშვნელოვან ლოგისტიკურ, ციფრულ და ენერგეტიკულ ჰაბად აქცევს. ეს ინფრასტრუქტურული პროექტები კავკასიიის და ცენტრალური აზიის 8 ქვეყნისათვის უზრუნველყოფს ზღვაზე გასასვლელს და წვდომას უზარმაზარ ბაზრებთან
ნება მომეცით, მოკლედ მიმოვიხილო მიმდინარე დაკავშირებადობის პროექტები.
უპირველეს ყოვლისა, თქვენს ყურადღებას მივაპყრობ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს, ეს კაბელი ფიზიკურად აკავშირებს ჩვენს ელექტრონულ სისტემას ევროპის ელექტრონულ სისტემასთან, რუმინეთის გავლით, რაც ქმნის საშუალებას ათვისებული იქნას საქართველოსა და აზერბაიჯანის მდიდარი ენერგეტიკული რესურსები, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკული რესურსები და მომავალში კი, ცენტრალური აზიის ენერგეტიკული პოტენციალიც. გასაკვირი არ არის რომ ამ პროექტს ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის“ (PMI) სტატუსი მიანიჭა.
კიდევ ერთი პროექტია შავი ზღვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტკაბელი, რომელიც ქმნის უმოკლეს ინტერნეტ დაკავშირებადობას ევროპასა და აზიას შორის და რომელიც ამჟამად ხორციელდება. იგი საქართველოს მნიშვნელოვან ციფრულ კარიბჭედ გადააქცევს
მესამე პროექტი, მნიშვნელოვანი ეკონომიკური მიწოდების ჯაჭვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული რგოლი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია. ის ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების ფარგლებში მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.
საქართველოში ყოველდღიურად აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები საპორტო, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
ერთობლივად და ცალ-ცალკე, ეს პროექტები ემსახურება როგორც ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე გლობალური ეკონომიკისა და ციფრულ ტრანსფორმაციის საერთო განვითარებას. სადაც, საქართველო ასრულებს საკვანძო როლს და ამით წვლილი შეაქვს ეუთოს სივრცის მშენებლობაში, ისევე როგორც გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში, მშვიდობიან გარემოში ერების ჯეროვანი განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის,” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

4 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

4 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

4 სთ წინ3 წთ