თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
მედიცინა

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა…

ექთნებისა და მეან-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების საკითხებზე, ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მიხეილ სარჯველაძემ, სამედიცინო დაწესებულებებისა და საექთნო ასოციაციების წარმომადგენლებთან ერთად, სფეროს განვითარების გეგმები განიხილა.

მინისტრის განცხადებით, ხარისხის განვითარების მიმართულებით, რეფორმა გაგრძელდება. ნებისმიერი ცვლილება დაეფუძნება დეტალურ ანალიზს, ზუსტ გათვლებსა და სექტორთან უწყვეტ დიალოგს, რათა თავიდან იქნას აცილებული კადრების დეფიციტის შესაძლო გაღრმავება და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის თანმიმდევრული განვითარება.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ განისაზღვრება როგორც ახლო, ისე – გრძელვადიანი პრიორიტეტები, რაც ეტაპობრივად გააძლიერებს ექთნებისა და მეან-ექთნების სფეროში არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს სისტემის მდგრად განვითარებას.
შეხვედრას მინისტრის მოადგილეები – თეა გიორგაძე და ირინე წაქაძე, სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელმძღვანელები და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.