— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მედიცინა

ჯანდაცვის სამინისტრო: Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია – ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია

ჯანდაცვის სამინისტრო: Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია – ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა…

დანიური კომპანია Novo Nordisk-ის წარმოებული ინსულინი საქართველოშია, შესაბამისად, ტიპის 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ „ნოვორაპიდით“ ხელმისაწვდომია, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ

„აღსანიშნავია, რომ პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ ძველი სქემის მიხედვით, ისევ „ნოვორაპიდს“ დაუბრუნდნენ, თუ მკურნალობა მისი ანალოგი, ფრანგული Sanofi Aventis-ის წარმოებული „აპიდრათი“ განაგრძონ. არჩევანის საშუალება აქვთ მათაც, ვინც თავიდანვე „აპიდრას“ იყენებდა.

შეგახსენებთ, მწარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო, Novo Nordisk-მა წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მოაწოდა. თუმცა, ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა „ნოვორაპიდის“ ანალოგი „აპიდრათი“ გააგრძელეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უწყებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში, „ნოვორაპიდი“ რაც შეიძლება სწრაფად, კვლავ ყოფილიყო ხელმისაწვდომი. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, Novo Nordisk-თან აქტიური კომუნიკაცია გრძელდება, რომ სამომავლოდ მსგავსი გართულებები თავიდან იყოს აცილებული“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.