— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მედიცინა

მიხეილ სარჯველაძე: გრიპის სეზონის მიუხედავად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მდგომარეობა ნორმალურია და პანიკის მიზეზი არ არსებობს

მიხეილ სარჯველაძე: გრიპის სეზონის მიუხედავად, ვითარება კონტროლს ექვემდებარება, მდგომარეობა ნორმალურია და პანიკის მიზეზი არ…

გრიპის ვირუსის სეზონის მოსვლასთან ერთად ბუნებრივია მატულობს მაჩვენებლები – ეს ყოველწლიურად ასე ხდება და ბუნებრივია, წლევანდელი წელიც გამონაკლისი ვერ იქნებოდა. არავის ასეთი მოლოდინი არ ჰქონია, თუმცა მაჩვენებლები არის ისეთი, რომელიც არამც თუ რაიმე საგანგაშოს არ მოასწავებს, არამედ ობიექტურად არავითარი მიზეზი რეალურად არ არსებობს რაიმე სერიოზული დასკვნების გაკეთებისთვის. ვითარება და მდგომარეობა სტაბილურია, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ გრიპის სეზონისთვის სექტორი სრულად მზადაა.

„მთლიანად ყველა სექტორი, რომლის მოვალეობაც არის გამკლავება ვირუსთან და ნებისმიერ დაავადებასთან, ბუნებრივია მოწოდების სიმაღლეზეა. მზად არის იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ამ თვალსაზრისით დღეს არავითარი პანიკის მიზეზი ობიექტურად არ არსებობს. ვითარება, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, არის ნორმალური და ის სრულად ექვემდებარება კონტროლს.

მინდა შესაძლებლობით ვისარგებლო კვლავ მოვუწოდო მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად დაიცვან თავი, ერთის მხრივ, აცრის მეშვეობით, ხოლო მეორეს მხრივ, ჰიგიენის წესებიდან დაწყებული ექიმისთვის მიმართვით დამთავრებული. ყველა ამ წესის დაცვით, რა თქმა უნდა ისინი იქნებიან თავიდან ბოლომდე სრულფასოვნად დაცულები. სახელმწიფოს ყველა რესურსი აქვს მობილიზებული და არავითარი პრობლემა ამ თვალსაზრისით ობიექტურად არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.