— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“- ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“- ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან…

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია: „მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც ამდენი მიუსაფარი ძაღლი უკონტროლოდ დადიოდეს ქუჩებში. ცნობისთვის, იტალიაში 1000 მოსახლეზე 10 მიუსაფარი ძაღლი მოდის, ესპანეთში 25, თურქეთში 47, გერმანიასა და ნიდერლანდებში ეს მაჩვენებელი თითქმის ნულის ტოლია, საქართველოში კი ყოველ 1000 მოსახლეზე 135 მიუსაფარი ძაღლი ფიქსირდება.“

მათი თქმით, იქ, სადაც მაჩვენებელი დაბალია, ეს შედეგი არ მიუღიათ მხოლოდ თავშესაფრების აშენებით და მიდგომა გაცილებით კომპლექსურია, რომელიც  მრავალმხრივ პასუხისმგებლობებს მოიცავს, ნაცვლად მთელი ტვირთის სახელმწიფოზე დაკისრებისა.

მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო მილიონებს ძაღლების თავშესაფრების აშენებაში კი არ უნდა ხარჯავდეს და ამ ფულს მოსახლეობას კი არ უნდა აკლებდეს, არამედ მკაცრად უნდა აკონტროლებდეს, რომ ვერავინ გაბედოს ძაღლის ქუჩაში გამოგდება.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად მოეგოს გონს და შეწყვიტოს ამ აბსურდულ პროცესებზე როგორც ბიუჯეტის ფულის, ისე დროის ხარჯვა, რადგან საქართველოს არ აქვს აბსურდულ კამპანიებზე დროის და ფინანსების ხარჯვის ფუფუნება.

„ნუთუ არავინ ფიქრობს იმ რისკფაქტორებზე, რომლებიც ამდენი უპატრონო ცხოველის ქუჩაში ყოფნას უკავშირდება, რატომ არავინ იმჩნევს, რომ უამრავი ადამიანია უკვე დაკბენილი და დაზარალებული, ამ პროცესის შეჩერება კი შეუძლებელი იქნება, თუ რაიმე ფუნდამენტური ნაბიჯი არ გადაიდგმება?! საინტერესოა ისიც, თუ სადამდე ეყოფათ უტიფრობა ე.წ. უფლებადამცველებს, რომლებიც ხელისუფლებას უკიჟინებენ − ძაღლებს სტერილიზაცია გაუკეთეთ, აცერით და ქუჩაში დააბრუნეთო. ეს ჰუმანური გამოსავალი არ არის! ვისაც ძაღლი ჰყავს, კარგად იცის, რამდენი ზრუნვა, კვება და მოვლა სჭირდება მას. ქუჩაში დაბრუნებით კი ცხოველს ისევ შიმშილისა და დაავადებებისთვის ვწირავთ, მოსახლეობას კი საფრთხის წინაშე ვაყენებთ. ამ ადამიანების პოლიტიკურ მიკერძოებაზე და ღირებულებით სისტემაზე არაფერს ვიტყვით, რადგან მათი უმრავლესობის ძირითადი და მთავარი საქმიანობის შესახებ მოსახლეობამ ისედაც ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ საინტერესოა, თუკი ასე შესტკივათ მიუსაფარ ცხოველებზე გული, რატომ თავად არ შეიფარებენ არა ერთ, ან ორ, არამედ რამდენიმე ცხოველს და მთელ საზოგადოებას არ უჩვენებენ მაგალითს?! დარწმუნებული ვართ, ე.წ. უფლებადამცველების უმრავლესობას ერთი ძაღლიც კი არ ეყოლებათ შინ!

ბუნებრივია, შეკითხვები ჩნდება არა მხოლოდ ე.წ. უფლებადამცველებთან, არამედ იმ ადამიანებთან მიმართებითაც, რომლებიც მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით მხოლოდ სოციალურ ქსელებში აქტიურობენ და ხელისუფლებას აკრიტიკებენ, მაშინ, როდესაც პრაქტიკაში ამ ძაღლების მიმართ არანაირი ემპათია არ აქვთ, რადგან ადამიანს, რომელსაც რეალურად აწუხებს ეს პრობლემა, თავადაც შეუძლია მის მოგვარებაში საკუთარი, თუნდაც მცირედი წვლილი, რამდენიმე ძაღლის შეფარებით და მოვლით შეიტანოს.

რეალურად, უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ როგორც ე.წ. ენჯეო-ების წარმომადგენლების უმრავლესობა, ისე ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები არ არიან ძაღლებზე და მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველი ადამიანები. ისინი ცრუ ემოციების და წარმოდგენების შექმნით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, რადგან ზოგადად ცხოველებთან, განსაკუთრებით კი ძაღლებთან, ადამიანების უმრავლესობას დადებითი ემოციური დამოკიდებულება და კავშირი აქვს. აღნიშნული ენჯეო-ები სწორედ ამ ემოციებით მანიპულირებენ და საზოგადოების ნაწილს, მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვის საკითხით მთავრობის, სახელმწიფოსა და ყველა იმ ადამიანის, თუ ძალის წინააღმდეგ განაწყობენ, ვისაც ამ პრობლემასთან დაკავშირებით რაციონალური პოზიცია აქვს.

რაციონალური პოზიცია შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, რომელიც მსოფლიოს არაერთ წამყვან ქვეყანაშია აპრობირებული, მათ შორის იმ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში, რომლისკენაც „ქართულ ოცნებას“ საქართველო მიჰყავს. რეალურად, ამ პრობლემის მოგვარებას არა მილიონობით ლარის არაეფექტიანად დახარჯვა, არამედ საზოგადოების კულტურის ამაღლება და კანონმდებლობის გამკაცრება სჭირდება − სახელმწიფო მილიონებს ძაღლების თავშესაფრების აშენებაში კი არ უნდა ხარჯავდეს და ამ ფულს მოსახლეობას კი არ უნდა აკლებდეს, არამედ მკაცრად უნდა აკონტროლებდეს, რომ ვერავინ გაბედოს ძაღლის ქუჩაში გამოგდება, ასევე, ძაღლების გამრავლებასთან დაკავშირებით უნდა შემოიღოს კანონი, გამოიყენოს მკაცრი ღონისძიებები ყველა იმ პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებლობას აიღებს შინაური ცხოველის ყოლაზე, შემდეგ კი ამ ვალდებულებას არ შეასრულებს და ცხოველს უპატრონოდ დატოვებს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დროულად მოეგოს გონს და შეწყვიტოს ამ აბსურდულ პროცესებზე როგორც ბიუჯეტის ფულის, ისე დროის ხარჯვა, რადგან საქართველოს არ აქვს უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეო-ების, რეალურად კი გარე ძალების მორჩილი აქტორების გამოგონილ, აბსურდულ კამპანიებზე დროის და ფინანსების ხარჯვის ფუფუნება, რადგან მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით კი ჩვენი რეგიონი, დღეს იმყოფება ვითარებაში, როდესაც სახელმწიფოების სუვერენიტეტის და ყოფნა-არ ყოფნის საკითხები წყდება.“- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

12 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

12 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

12 სთ წინ3 წთ