— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“- ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი რეალურად პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული ძალების ხელში, რასაც არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. საქართველოს შემთხვევაშიც მათი მიზანი არა ცხოველთა დაცვა, არამედ სახელმწიფოზე ზემოქმედებაა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“- ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი რეალურად პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული…

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ სახელით გვსურს მივმართოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, ფსევდოლიბერალური ჯგუფებისგან თავსმოხვეულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გაუგებარი მიზეზების გამო, აქტუალურობას არ კარგავს. მსოფლიოში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, როდესაც რეგიონში უსაფრთხოების, ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ურთულესი გამოწვევებია, საქართველოს ხელისუფლება კვლავ ვერ ახერხებს საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რომ სახელმწიფო სწორად განსაზღვრავს პრიორიტეტებს და რომ საზოგადოებრივი დისკუსია რეალურ პრობლემებზეა ორიენტირებული.- ნათქვამია  „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, „განსაკუთრებით საგანგაშოა ხელისუფლების უუნარობა, სათანადო პასუხი გასცეს უცხოეთიდან დაფინანსებულ იმ ჯგუფებს, რომლებიც თავს ცხოველთა უფლებების დამცველებად ასაღებენ, თუმცა, სინამდვილეში მათი საქმიანობა ნებისმიერი თემის პოლიტიკური დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოყენებას ემსახურება.“

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათი მიზანი არა პრობლემების მოგვარება, არამედ ქვეყნის მუდმივ დაძაბულობასა და არასტაბილურობაში დატოვებაა.

„ეს ე.წ. ცხოველთა უფლებადამცველი ენჯეო-ები, რომლებიც მიუსაფარი ცხოველების თემით მანიპულირებენ, ძირითადად, ისევ ის ფსევდოლიბერალები არიან, რომლებიც ომში ჩართვისა და მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებდნენ საზოგადოებას. ზოგადად ცხოველთა უფლებების დაცვა და ეკო-აქტივიზმი − ეს ორივე მიმართულება ერთიანდება მემარცხენე-ლიბერალური იდეოლოგიის ქოლგის ქვეშ და რეალურად ორივე პოლიტიკური ინსტრუმენტია კონკრეტული ძალების ხელში, რასაც არც ბუნების გადარჩენის სურვილთან და არც ცხოველების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ყველაზე ნათელი მაგალითი ე.წ. ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგია, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესის გატარებას ემსახურება. ქართულმა საზოგადოებამ ის ჩვენს ქვეყანაშიც იხილა, როდესაც რევოლუციური პროცესების მხარდასაჭერად ჩამოვიდა.

ისევე, როგორც გლობალურად, საქართველოს შემთხვევაშიც მათი მიზანი არა ცხოველთა დაცვა, არამედ სახელმწიფოზე ზემოქმედებაა, რათა მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი კეთილდღეობა კი არა, ცხოველების გამოგონილი უფლებები გახდეს. ხელისუფლებისგან ითხოვენ, რომ მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვის ნაცვლად, მიუსაფარი ძაღლებისთვის თავშესაფრების მოწყობაზე ზრუნავდეს. ანუ, მათი ამოცანა იმგვარი ვითარების შექმნაა, რომელიც ქვეყანას დააზიანებს − თუკი მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა ქუჩებში უკონტროლოდ გაიზრდება, მოიმატებს ადამიანებზე თავდასხმის და დაკბენის რისკიც, რაც უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ტურიზმის კუთხით სერიოზულ გამოწვევად იქცევა. ასეთ პირობებში დაზარალდებიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელი ვიზიტორებიც. ხოლო თუკი ეს პროცესი უკონტროლოდ გაგრძელდება, ქვეყანაში შეიქმნება გარემო, რომელიც უარყოფითად აისახება როგორც ტურისტულ მიმზიდველობაზე, ისე მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. საბოლოოდ, საზოგადოებისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნა და სახელმწიფოს მუდმივი კრიზისების რეჟიმში გადაყვანა სწორედ ის შედეგია, რომლის მიღწევასაც ისინი ცდილობენ. მათი მიზანი არა პრობლემების მოგვარება, არამედ ქვეყნის მუდმივ დაძაბულობასა და არასტაბილურობაში დატოვებაა. ამ ფონზე, სრულიად გაუგებარია, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის მტრების, ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების კარნახს მიჰყვება და ისეთ აბსურდულ დაპირებებს აძლევს, რომლის ანალოგი რთული სანახავია.“- ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

13 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

13 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

13 სთ წინ3 წთ