— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
სპორტი

ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

ევროპის ჩემპიონატზე კლასიკურ წოლჭიმში ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს

მალტამ კლასიკურ წოლჭიმში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონი გახდა, 18 წლამდე ჭაბუკებმა გუნდურ ასპარეზობაში პირველი ადგილი, ხოლო 23-წლამდელებმა მეორე ადგილი დაიკავეს.

69 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი სოფო კვანჭიანმა მოიპოვა, ის პირველი ქართველი ევროპის ჩემპიონი ქალია კლასიკურ წოლჭიმში.

მამაკაცებში სენიორებს შორის პირველი ადგილი ჯაბა სეფიაშვილმა (59 კგ) დაიკავა და ევროპისა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოქრო ცოტნე ბეჟაშვილმა, ვერცხლი კი ალეკო სიდანოვმა მოიპოვეს. გენადი ოტიაშვილს (74 კგ) მეორე ადგილი, ლევან მთიულიშვილსა (105 კგ) და თორნიკე პაატაშვილს (120 კგ ) კი ვერცხლის მედლები ერგოთ.

18 წლამდე ჭაბუკებში ჩემპიონები გიორგი წიკლაური (53 კგ), საბა გოგიჩაიშვილი (59 კგ) და გოდერძი ქარცივაძე (74 კგ) გახდნენ; საბამ დაამყარა ევროპის რეკორდიც. ზემძიმე წონაში ჩემპიონობა იზეიმა გიორგი ხვისტანმა, ნიკა დარჩაშვილი მესამე ადგილს დასჯერდა, თორნიკე მარტაშვილი (120 კგ) კი ვიცე-ჩემპიონი გახდა.

23 წლამდე ახალგაზრდებში ოქრო გიორგი გელაშვილმა (53 კგ) მოიპოვა, გიორგი მაისურაძე (59 კგ) და ზურა ღვინიანიძე (66 კგ) ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

ქართველის სპორტსმენები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.