— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

Forbes: ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

Forbes: ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანია, რომლის ქონების საერთო ღირებულებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მასკის ქონება დღეის მდგომარეობით 852,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. მისი ქონება საგრძნობლად გაიზარდა მას შემდეგ, რაც კოსმოსური კომპანია SpaceX-ი და ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე სტარტაპი xAI გაერთიანდნენ. გაერთიანებული კომპანიის ღირებულება 1,25 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

უკანასკნელი ოთხი თვის განმავლობაში მასკმა ქონების ღირებულების ოთხი რეკორდი მოხსნა. 2025 წლის ოქტომბერში მასკი გახდა მსოფლიოში პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ 500 მილიარდი დოლარი შეადგინა. დეკემბერში კომპანია SpaceX-ის ღირებულების ზრდის წყალობით მისმა ქონებამ 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში მასკის ქონებამ 700 მილიარდ დოლარს მიაღწია.