— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

Fox News: კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კონგრესში ჩვენების მიცემას დათანხმდნენ მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატა მათ სისხლის სამართლებრივი დევნით დაემუქრა

Fox News: კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კონგრესში ჩვენების მიცემას დათანხმდნენ მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატა…

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი დათანხმდნენ წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში მისვლას და ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე ჩვენების მიცემას მას შემდეგ, რაც კანონმდებლები მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით დაემუქრნენ. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ზედამხედველობის კომიტეტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ კლინტონებს სურთ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას და განსაკუთრებულ პირობებს ითხოვენ, თუმცა კანონზე მაღლა არავინ დგას.

მოგვიანებით ბილ კლინტონის აპარატის უფროსის მოადგილემ, ანხელ ურენიამ დაადასტურა, რომ კლინტონები საკომიტეტო მოსმენაზე გამოცხადდებიან.

Fox News-ის ინფორმაციით, ზედამხედველობის კომიტეტი ცდილობს დაადგინოს, რა იციან კლინტონებმა ჯეფრი ეპშტეინისა და მისი მეგობრის გისლეინ მაქსველის შესახებ. კანონმდებლებს აგრეთვე აინტერესებთ, რა როლს ასრულებდა ჰილარი კლინტონი სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით საერთაშორისო ვაჭრობის აღმოფხვრის საქმეში, როცა ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა.

როგორც ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს კომერმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, ეპშტეინი კლინტონის პრეზიდენტობის დროს თეთრ სახლს ჩვიდმეტჯერ სტუმრობდა. ხოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ კლინტონი 27-ჯერ სარგებლობდა ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით.

კლინტონები კომიტეტში ჩვენების მისაცემად იანვარში გამოიძახეს, თუმცა მათ მაშინ საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადებაზე უარი თქვეს.