— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

FT: რეფორმების შენელებამ და გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს შორის დაძაბულობა გაამწვავა

FT: რეფორმების შენელებამ და გაწევრიანების ტემპთან დაკავშირებულმა განსხვავებულმა შეხედულებებმა უკრაინასა და ევროკავშირს…

უკრაინული პრესა, ბრიტანულ გამოცემა Financial Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუდმივი მცდელობები, მიაღწიოს უკრაინის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას, ევროპულ დედაქალაქებთან ურთიერთობებში დაძაბულობას ზრდის.

“ევროკავშირის ლიდერების უარმა უკრაინის გაწევრიანების პროცესის დაჩქარებაზე, იმედგაცრუება გამოიწვია კიევში და ზელენსკის ადმინისტრაციის მზარდი ევროსკეპტიკური რიტორიკა ძირს უთხრის კომპრომისის პოვნის მცდელობებს,” – აღნიშნავს გამოცემა.

ბოლო კვირების განმავლობაში, საფრანგეთმა და გერმანიამ შესთავაზეს ეტაპობრივი პროცესი, რომლის ფარგლებშიც უკრაინა მიიღებს „სიმბოლურ“ შეღავათებს და ევროკავშირის მექანიზმებზე თანდათანობით წვდომას რეფორმების ეტაპების განხორციელების სანაცვლოდ. ოფიციალური პირების თქმით, ეს ნიშნავს სრულ წევრობამდე სულ მცირე ათი წლის გასვლას.

გასულ კვირას, ზელენსკიმ ევროკავშირს სამართლიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უკრაინას სიმბოლური წევრობა არ სჭირდება.

ორი უკრაინელი მაღალჩინოსნის თქმით, ზელენსკიმ თავის დიპლომატებს დაავალა, რომ არ განიხილონ და საერთოდ არ შევიდნენ ევროკავშირის მთავრობებთან ასეთ წინადადებებზე დისკუსიაში, არამედ, ისაუბრონ მხოლოდ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე. „ჩვენ ამას არც კი განვიხილავთ“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.