თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა თანამშრომელთა საერთაშორისო მობილობის კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა თანამშრომელთა საერთაშორისო მობილობის კვირეულში მიიღეს…

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (UKA) მიერ ორგანიზებული, თანამშრომელთა საერთაშორისო მობილობის კვირეული გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.

მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს როგორებიცაა: ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები, თემატური ანალიზი და ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომა, ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა და სტრატეგიული განვითარება, ტრანსნაციონალური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.

მომხსენებლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამ ძირითად საკითხზე – უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე შეფასებაზე, ორგანიზაციის დამოუკიდებლობასა და თემატურ ანალიზებზე.

კვირეულის ფარგლებში ასევე განიხილეს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და შვედეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივა, რაც ხელს შეუწყობს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწასა და გაუმჯობესებას.

საერთაშორისო კვირეულში საქართველოსთან ერთად, შვედეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიტვის, უკრაინის, მოლდოვისა და სლოვაკეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების 15 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.