— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
საქართველო

გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი იყო ნარჩენების მართვის ეროვნული პოლიტიკის გაცნობა, მათ შორის, პლასტმასის ნარჩენებით დაბინძურების შესამცირებელი ღონისძიებების ამოქმედების აუცილებლობაზე მსჯელობა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმოაციით, ნაწილეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლაშა ინაურთან ერთად განიხილეს, თუ რა ზეგავლენას ახდენს პლასტმასის ჭარბი გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და რა ნაბიჯებია გადადგმული ამ მიმართულებით.

ლაშა ინაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოსდაცვით საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის და ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის საკითხებზე.

„მნიშვნელოვანია, რომ სკოლიდანვე ჩამოუყალიბდეთ მოსწავლეებს წარმოდგენა იმაზე, თუ რამდენად სერიოზული პრობლემაა ნარჩენების დაგროვება და პლასტმასით დაბინძურება. გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს, რათა მომავალში თითოეული მათგანი გახდეს პასუხისმგებელი მოქალაქე და გარემოზე ზრუნვა მისი ყოველდღიური ქცევის ნაწილად იქცეს“, – განაცხადა მან.

მოსწავლეებმა ინტერესით მიიღეს მონაწილეობა დისკუსიაში, დასვეს კითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ნარჩენების შემცირების საკითხებზე.

შეხვედრა დასრულდა ერთგვარი შეთანხმებით, რომ თითოეულმა მონაწილემ საკუთარ ცხოვრებაში გაატაროს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება ნარჩენების შემცირების და გადამუშავების ხელშეწყობის კუთხით.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ