— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
საქართველო

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, რუსთავში ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, რუსთავში ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ქალაქ რუსთავში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, რუსთვის ცენტრალურ პარკში დაირგო ორმოცდაათ ერთეულზე მეტი ელდარის ფიჭვის და ვერხვის ნერგები. ხის დარგვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, რუსთავის მერიის წარმომადგენლებმა.

სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი თემატიკის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, თემატურ თამაშებში, სადაც ბუნებისა და მწვანე სივრცეების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„ხის დარგვის დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია როგორც გარემოს გაუმჯობესების, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეკოპასუხისმგებლობის განვითარებას, ბუნების მიმართ ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას, რაც, საბოლოოდ, გარემოზე პასუხისმგებელი ქცევის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამთა დევდარიანმა.

მისივე თქმით, ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს საგანმანათლებლო და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას, რათა მოსახლეობა, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, უფრო აქტიურად ჩართოს გარემოზე ზრუნვის პროცესში.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ