— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
საქართველო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო კამპანია – „საქართველოს ტყის ეკოსისტემა, შენარჩუნება და დაცვა“ ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო კამპანია – „საქართველოს ტყის ეკოსისტემა…

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საინფორმაციო კამპანია – „საქართველოს ტყის ეკოსისტემა, შენარჩუნება და დაცვა“ ხორციელდება, რაც ითვალისწინებს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის ელექტრონული და ბეჭდური მედიის გამოყენებით. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

კამპანიის მიზანია ტყეების დაცვასა და ტყის რესურსის სწორ გამოყენებაში მოსახლეობის როლის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება.

სხვადასხვა ბუნებრივმა ფაქტორმა, ასევე, ადამიანების მხრიდან ტყის რესურსის არასწორმა და უკანონო გამოყენებამ საქართველოს ტყის საფარი განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა.

ტყეების ეფექტიან მართვა არის ერთადერთი გზა, უზრუნველყოფილი იყოს, ერთი მხრივ, საქართველოს უნიკალური ბუნებრივი რესურსი – ტყე და, მეორე მხრივ, ქვეყანამ მიიღოს ეკონომიკური თუ სოციალური სარგებელი.

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო პასუხისმგებელია თითქმის 1,8 მლნ ჰექტარ ტყეზე. სააგენტოს პრიორიტეტებს წარმოადგენს ამ ტყეების დაცვა, მოვლა-შენარჩუნება და მდგრადი ტყით სარგებლობა, რაც ხე-ტყის დამზადებასაც მოიცავს. ტყე, როგორც განახლებადი ბუნებრივი რესურსი საჭიროებს ჭრასაც. მთავარია, ეს ღონისძიებები სპეციალისტების მიერ იგეგმებოდეს და მათი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობდეს.

ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს მოვლით და სანიტარიულ ჭრებს, რაც ტყის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენაა მიმართული. შესაძლებელია ეკონომიკური თვალსაზრისით გამოსაყენებელი მერქნული რესურსის მოპოვებაც, მნიშვნელოვანია არ მოვიპოვოთ იმაზე მეტი, რაც ამ ბუნებრივი რესურსის განახლებას შეაფერხებს და დააზიანებს. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა ღონისძიება ამ მიზანს ემსახურება.

ხაზგასასმელია, რომ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტებზე კანონმდებლობის გამკაცრების მიზნით, 2025 წლის მაისის თვეში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები.

ცვლილებამდე ხე-ტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისათვისა და ტრანსპორტირებისათვის, პირველ შემთხვევაში, გათვალისწინებული იყო 2000 ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 5000 ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ შეფასდება სისხლის სამართლებრივ დანაშაულად.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების პრევენციისთვის, ტყეზე მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ განაახლა სატყეო-სამეურნეო სამუშაოებისათვის საჭირო ტექნიკა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები და აღჭურვილობა. შეძენილ იქნა 21 მაღალი გამავლობის ავტომანქანა რეგიონული სატყეო სამსახურების შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის; 34 ერთეული სპეციალური ტექნიკა სატყეო გზების მოწყობის, ხე-ტყის დამზადებისა და ტრანსპორტირებისთვის.10 დრონი, 750 ფოტო-ხაფანგი და სამხრე კამერები ტყის კონტროლისა და მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით.

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ასევე, უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით მუშაობას შესაბამისი აქტიურად მუშაობს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2025 წლის იანვრიდან სექტემბრის თვის პერიოდში, სამართალდარღვევის 516 ფაქტია გამოვლენილი: ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 455 ფაქტი; სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 54 ფაქტი; 4 დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროსა და 3 უნებართვო სანახშირეს ფაქტი.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ