— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

გერმანიის ელჩის გასაიდუმლოებული შეხვედრა ოპოზიციის დაჯგუფებებთან – ფიშერი რადიკალ აქტივისტებს არწმუნებს, რომ პროტესტი არსებული ფორმით შედეგს არ მოიტანს, აუცილებელია საქართველოში ირანის სცენარით მოვლენების განვითარება და მსხვერპლი

გერმანიის ელჩის გასაიდუმლოებული შეხვედრა ოპოზიციის დაჯგუფებებთან – ფიშერი რადიკალ აქტივისტებს არწმუნებს, რომ პროტესტი…

ცნობილი ხდება, რომ 15 იანვარს გერმანიის საელჩოში, ელჩ პეტერ ფიშერთან შეხვედრა გამართეს რადიკალური ოპოზიციის სხვადასხვა დაჯგუფების წევრებმა. მკაცრად გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე დამსწრე პირებს შორის იყვნენ აქტივისტები: ლუკა მიშველაძე, მეგი ფერაძე, არჩილ გოჩიტაშვილი, დავით სეხნიაშვილი, სერგეი ყანჩელი, ნიკოლოზ ხოსროშვილი, ანნი ფრიდონაშვილი, დავით ქაშიაშვილი.

არსებული ინფორმაციით, პეტერ ფიშერი ოპოზიციის აქტივისტებს პროცესების რადიკალიზაციის აუცილებლობაზე ესაუბრა და მათ განუმარტა, რომ მსხვერპლის არსებობა გამოიწვევს მასობრივ და რადიკალურ პროტესტს, მაგალითად კი ირანში არსებული ვითარება მოიყვანა.

უფრო კონკრეტულად, გერმანიის ელჩი აქტივისტებს უხსნიდა, რომ “დღევანდელი საპროტესტო ღონისძიებები მომავალში შედეგს არ მოიტანს, რის გამოც, აუცილებელია, რომ როგორც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საპროტესტო აქციებს მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი, რაც გადაიზარდა მასობრივი რადიკალურ პროტესტში – ასეთივე სცენარით განვითარდეს მოვლენები საქართველოში”.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ფიშერმა, დამსწრე ორგანიზაციების შემდგომი დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ კონტაქტი ექნება ლუკა მიშველაძესთან და სწორედ მას გააცნობს დაფინანსების დეტალებს.

აღსანიშნავია, რომ ლუკა მიშველაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პარტიის, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრია. მის სოციალურ ქსელში ვხვდებით ელჩ ფიშერთან და რადიკალ აქტივისტ ანნი ფრიდონაშვილთან ერთად, გერმანიის გაერთიანების დღის საზეიმო მიღებაზე გადაღებულ ფოტოებსაც.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

11 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

11 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

11 სთ წინ3 წთ