— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლევან მახაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ხელისუფლების დამხობის ორგანიზება არა საოპერო ხელოვნება, არამედ უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაულია. “პოლიტიკურ პატიმრად” ბურჭულაძის მოხსენიება და მისი გათავისუფლების მოთხოვნა ყოველგვარ საღ აზრს არის მოკლებული, მით უმეტეს, მისმა თანამზრახველებმა სრულად აღიარეს დანაშაული გიორგი სოსიაშვილი: ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რომ იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინო აკრძალეს, რომელიც ცნობილია თავისი ხარისხით და მისაღები ფასებით, ამ დროს ევროპული ღვინოებია დაშვებული ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ქვეყნის შიგნით ხელისუფლებას პრორუსულობაში ადანაშაულებს, მაშინ როდესაც თავად რუსეთის მიმართ პოლიტიკური გზავნილებით ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს გია აბაშიძე: ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები ჰაკერებმა პაროლების ერთ-ერთი უმსხვილესი მენეჯერი 1Password გატეხეს
მსოფლიო

სტივენ მილერი -დანია პატარა ქვეყანაა, პატარა ეკონომიკით და მცირე არმიით. მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის დაცვა და სურთ, ასობით მილიარდი დოლარი დავხარჯოთ მათი ტერიტორიის დასაცავად, თან ამბობენ, ტერიტორია 100%-ით დანიას ეკუთვნის, ეს უსამართლო გარიგებაა

სტივენ მილერი -დანია პატარა ქვეყანაა, პატარა ეკონომიკით და მცირე არმიით. მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის დაცვა და სურთ, ასობით…

გრენლანდია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. გრენლანდია 25 პროცენტით აღემატება ალასკას. მისი ფართობი შეერთებული შტატების კონტინენტური ნაწილის მეოთხედს შეადგენს. რაც შეეხება დანიას- დანია პატარა ქვეყანაა, პატარა ეკონომიკით და მცირე არმიით-, ამის შესახებ თეთრი სახლის აპარატის უფროსის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში და მრჩეველმა შიდა უსაფრთხოების საკითხებში სტივენ მილერმა FOX NEWS-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მათ [დანიას] არ შეუძლიათ გრენლანდიის დაცვა. მათ არ შეუძლიათ გრენლანდიის ტერიტორიის კონტროლი. ტერიტორიული კონტროლის შესახებ 500 წლის განმავლობაში არსებული ყველა კანონის თანახმად, ტერიტორიის გასაკონტროლებლად, აუცილებელია მისი დაცვა, განვითარება და დასახლება.
დანია არცერთ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ახლა კი, მათ სურთ, რომ ჩვენ ასობით მილიარდი დოლარი დავხარჯოთ მათი ტერიტორიის დასაცავად, რომელიც ალასკაზე 25%-ით დიდია და ეს ყველაფერი 100%-ით ამერიკის ხარჯებით მოხდეს.
ამავე დროს, ისინი ამბობენ, რომ ტერიტორია 100%-ით დანიას ეკუთვნის. ეს უსამართლო გარიგებაა. და რაც მთავარია, ეს უსამართლოა ამერიკელი გადასახადის გადამხდელებთან მიმართებით, რომლებიც თაობების განმავლობაში აფინანსებდნენ ევროპის თავდაცვის სისტემას. ამერიკული ფული, ამერიკული სიმდიდრე, რესურსები, ამერიკული სისხლი, ამერიკული გამჭრიახობა არის ის, რაც უზრუნველყოფს ევროპისა და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. დონალდ ტრამპი კი დაჟინებით მოითხოვს, რომ ჩვენ პატივი გვცენ“- განაცხადა მილერმა.