თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

ღვინის ეროვნული სააგენტო – ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები მზარდია

ღვინის ეროვნული სააგენტო – ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტის მაჩვენებლები მზარდია

საქართველოდან 2025 წელს ევროპის 30-მდე ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 11,5 მლნ ლიტრი 38,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლები, 2024 წელთან შედარებით, 7%, ხოლო რაოდენობა 2%-ით გაიზარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ წელს, ქართული ღვინო ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით პოლონეთში გაიყიდა, სადაც 6,8 მლნ ლიტრი ღვინო იყო ექსპორტირებული. მეორე ადგილზე გერმანია – 1,3 მლნ ლიტრი, შემდეგ ლატვია – 1,2 მლნ ლიტრი, ლიეტუვა – 703,5 ათასი ლიტრი, დიდი ბრიტანეთი – 327,7 ათასი ლიტრი, ესტონეთი 271 ათასი ლიტრი და ა.შ.

მათივე ცნობით, ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, სადაც ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი, ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნა მუდმივად მზარდია: 2025 წელს ექსპორტირებული იყო 133 ათასამდე ლიტრი; ზრდამ, 2024 წელთან შედარებით, 63% შეადგინა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. ევროპის ქვეყნებიდან ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი, ასევე პრიორიტეტულია სკანდინავიის ქვეყნები, სადაც სააგენტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, სარეკლამო-მარკეტინგულ კამპანიებს ახორციელებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ ევროპის ყველა მნიშვნელოვან ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენებში.