— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი! ირაკლი კირცხალია – მითხარით ხელისუფლება, მითხარით გუნდი, რომელსაც არ უნდა, რომ 2000, 3000 ლარი იყოს პენსია?! ვის არ უნდა?! ირაკლი კირცხალია – ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი ირაკლი კირცხალია – სანამ აგენტურისგან არ გასუფთავდება პოლიტიკური სივრცე, ჩვენი ქვეყანა ჯანსაღად და ბოლომდე წინ გამართული ვერ ივლის
საქართველო

2026 წლის „საახალწლო სოფელი“ დაიხურა

2026 წლის „საახალწლო სოფელი“ დაიხურა

2026 წლის შობა-ახალი წლის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომელიც 34 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულდა.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საახალწლო ღონისძიებები წელს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო.

„ვიმედოვნებ, „საახალწლო სოფელში“ გამართულმა აქტივობებმა სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა როგორც დედაქალაქის მცხოვრებლებზე, ისე ქალაქის სტუმრებზე. მინდა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო მერიის თითოეულ თანამშრომელს, ყველა სამსახურს, რომელიც ჩართული იყო აღნიშნული ღონისძიებების მოწყობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღესასწაულის შექმნაში შეიტანა წვლილი. მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მის თითოეულ თანამშრომელს, რადგან მთელი ამ დღეების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება იყო მიმართული „საახალწლო სოფლისკენ“, რათა შენარჩუნებული ყოფილიყო სიმშვიდე და თავიდან აგვეცილებინა ექსცესები. განსაკუთრებული მადლობა ასევე ეკუთვნით იმ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართულები იყვნენ „საახალწლო სოფლის“ ღონისძიებების ორგანიზებაში. მადლობას აუცილებლად იმსახურებენ მეწარმეები, რომელთა გარეშეც საახალწლო ბაზარი წარმოუდგენელია. მინდა, მადლობა გადავუხადო არტისტებს, მსახიობებს, ბენდებს, ყველა ქართველ შემსრულებელს და შემოქმედებით ჯგუფს წარმატებული თანამშრომლობისთვის. ჩვენ მომავალ წლებშიც აუცილებლად შევუქმნით საახალწლო, ჯადოსნურ განწყობას თბილისელებსა და ჩვენი ულამაზესი ქალაქის სტუმრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა ქვეყანაში მშვიდობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკა, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს, უპირველესად, სწორედ მშვიდობის შენარჩუნებისკენაა მიმართული.

„მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი და, პირველ რიგში, მშვიდობა ვუსურვო ჩვენს ქვეყანას. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ვხედავთ, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, ამიტომ მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანია და ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს, მიმართულია იმისკენ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში. მინდა, ასევე, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას, რადგან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის. სიკეთე, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება იყოს 2026 წლის მთავარი ღირებულებები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ