— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
საქართველო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k. Public Relations“ ორგანიზებით, გერმანიაში მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანია აქტიურად გრძელდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k. Public Relations“…

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k. Public Relations“ ორგანიზებით, გერმანიაში მომხმარებელზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანია აქტიურად გრძელდება. კამპანია მოიცავს ქართული ღვინის სარეკლამო აქტივობებს ღვინის მაღაზიათა პრესტიჟულ ქსელში „Jacques Wein Depot” და პრემიუმ ღვინოების უმსხვილეს იმპორტიორ კომპანიაში „HAWESKO Holding SE”. აღნიშნული კამპანია აგვისტოში დაიწყო და ორიენტირებულია მომხმარებლებში ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაზე.

Jacques Wein Depot-ის ონლაინ ვებგვერდზე განთავსებულია ქართული ღვინის სარეკლამო სტატიები, ბანერები და ქართველ მეღვინეებთან ინტერვიუები. ოქტომბრის თვიდან კი, გაყიდვებში ქართული ღვინის სასაჩუქრე ყუთიც ჩაეშვა.

HAWESKO Holding SE-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაციები; გაყიდვაში უკვე ჩაშვებულია ქართული ღვინის სხვადასხვა სტილის და კატეგორიის 6-ბოთლიანი სასაჩუქრე ყუთები. კომპანია HAWESKO Holding გერმანიაში ყველაზე დიდი და პრესტიჟული რითეილერია პრემიუმ ღვინოების კატეგორიაში, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2023 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნული კომპანიის პორტფელში ქართული ღვინოების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია.

კამპანიის ფარგლებში, 350 ლოკაციაზე, ქართული ღვინის სარეკლამო გარე ბანერები იმ საცალო გაყიდვების ქსელების მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსდა, სადაც შესაძლებელია ქართული ღვინის შეძენა. მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანია, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ გერმანიის ბაზარზე, საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები; მედიის, ღვინის პროფესიონალებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში.

მსგავსი სიახლეები.

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ… საქართველო

არქიმანდრიტი ბენიამინი: მთავრობასაც ყველაფერი ისე არ შეუძლია, ჩვენ რომ გვინდა, იმიტომ, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ კანონები, ისედაც ხომ დასცინიან ჩვენ მთავრობას, რატომ თქვი, ქალი ქალია და კაცი კაციაო – სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მშვიდობა რომ შეგვინარჩუნეს, მადლობა ვუთხრათ ამ საკითხში ხელისუფლებას

4 დღის წინ3 წთ
ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული… საქართველო

ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს

5 დღის წინ7 წთ
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას… საქართველო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი

6 დღის წინ1 წთ