— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ექიმი პაატა ჟორჟოლიანი: მე სუროგაციის აკრძალვის მომხრე ვარ, ქალის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკებზე მაღლა კომერციული ინტერესი არ უნდა იდგეს ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი
პოლიტიკა

გია აბაშიძე: დაკვირვებული თვალი რამდენიმე კვირის წინაც შეამჩნევდა, რომ დიტო ჩუბინიძისა და „ასავალ – დასავალის“, კახა კახიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ჩამდგარი სხვა სუბიექტების შემდეგ, ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობა ყველასთვის კარგად ნაცნობმა, ბევრჯერ გაყიდულმა და გადაყიდულმა კახა კუკავამაც დაიწყო

გია აბაშიძე: დაკვირვებული თვალი რამდენიმე კვირის წინაც შეამჩნევდა, რომ დიტო ჩუბინიძისა და „ასავალ – დასავალის“, კახა…

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა გააქტიურებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის დაცვა კახა კუკავამაც დაიწყო, რომლისთვისაც, მთავარი ფინანსური სარგებელია.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილს, რომელსაც სახლიდან მილიონები ამოუღეს და რომელმაც ფინანსური დანაშაული აღიარა, კიდევ ბევრი აქვს გადამალული. მისი თქმით, სხვაგვარად, ყველასთვის ისედაც ცხადია, რომ კუკავა მას უფასოდ არ დაიცავდა და „ქართულ ოცნებას“ ტალახს არ ესროდა.

„ოდნავ დაკვირვებული თვალი რამდენიმე კვირის წინაც შეამჩნევდა, რომ დიტო ჩუბინიძისა და „ასავალ-დასავალის“, კახა კახიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ჩამდგარი სხვა სუბიექტების შემდეგ, ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქტიურობა ყველასთვის კარგად ნაცნობმა, ბევრჯერ გაყიდულმა და გადაყიდულმა კახა კუკავამაც დაიწყო.
თუკი, მაგალითად, კახიშვილის შემთხვევაში ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ღარიბაშვილის მთავრობაში მუშაობის გამო მას ყოფილი პრემიერის წინაშე გარკვეული ვალდებულებები გააჩნია, კუკავას მხოლოდ „ფულის ენა“ ესმის. მისთვის არ არსებობს ისეთი უსინდისობა, რომელსაც ხელს არ მოაწერს — უბრალოდ, სხვადასხვა სიბინძურის ჩადენას სხვადასხვა ფასი აქვს.
ჰოდა, როგორც ჩანს, ღარიბაშვილს, რომელსაც სახლიდან მილიონები ამოუღეს და რომელმაც ფინანსური დანაშაული აღიარა, კიდევ ბევრი აქვს გადამალული. სხვაგვარად, ყველასთვის ისედაც ცხადია, რომ კუკავა მას უფასოდ არ დაიცავდა და „ქართულ ოცნებას“ ტალახს არ ესროდა.
ახალგაზრდებს რომ კარგად ესმოდეთ, წარმოიდგინეთ: ფულის სანაცვლოდ ყველაფრის მკადრებელ ქართველ პოლიტიკოსებში კუკავას კალიბრის მხოლოდ შალვა ნათელაშვილია. დაველოდოთ, იქნებ ღარიბაშვილმა ეს მაგალითი რჩევადაც მიიღოს და ცოტა ხანში შალვა ნათელაშვილიც აალაპარაკოს საკუთარ სისპეტაკეზე.“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.