— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

გია აბაშიძე: მმართველი გუნდის წარმომადგენლების რადიკალებთან რამდენიმე ტელედისკუსიამ აჩვენა – “ქართული ოცნების” მართებულობა რეფორმების განხორციელებაში და აგენტოკრატიის ვასალების უშინაარსო აგიტატორობა. ამას ვერ მოითმენდნენ “დიფ სთეითის” აქტორები. საჭირო გახდა პროცესის ხელოვნურად და უხეშად შეჩერება

გია აბაშიძე: მმართველი გუნდის წარმომადგენლების რადიკალებთან რამდენიმე ტელედისკუსიამ აჩვენა – “ქართული ოცნების” მართებულობა…

ბრიტანეთის გაუგონარი თავდასხმა თავისუფალ ქართულ ტელემედიაზე დებატების ჩაშლისკენ მიმართული ქმედებაცაა, რადგან პოლარიზაცია და დესტაბილიზაცია არაკეთილმოსურნეების ინტერესებშია – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საქართველოს მშვიდობიანი განვითარების კურსი, ეკონომიკური წინსვლა, პოლიტიკური ველის გასუფთავება ექსტრემისტული ელემენტებისგან, საზოგადოების მეტი კონსოლიდაცია და ინფორმირებულობა ეწინააღმდეგება ნეოკოლონიალისტების დღის წესრიგს.

„ბრიტანეთის გაუგონარი თავდასხმა თავისუფალ ქართულ ტელემედიაზე დებატების ჩაშლისკენ მიმართული ქმედებაცაა, რადგან პოლარიზაცია და დესტაბილიზაცია არაკეთილმოსურნეების ინტერესებშია. მშვიდობიანი განვითარების კურსი, ეკონომიკური წინსვლა, პოლიტიკური ველის გასუფთავება ექსტრემისტული ელემენტებისგან, საზოგადოების მეტი კონსოლიდაცია და ინფორმირებულობა ეწინააღმდეგება ნეოკოლონიალისტების დღის წესრიგს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლების რადიკალებთან რამდენიმე ტელედისკუსიამ აჩვენა – “ქართული ოცნების” მართებულობა რეფორმების განხორციელებაში და აგენტოკრატიის ვასალების უშინაარსო აგიტატორობა. ამას ვერ მოითმენდნენ “დიფ სთეითის” აქტორები. საჭირო გახდა პროცესის ხელოვნურად და უხეშად შეჩერება.
ორკესტრირებულად ჩაირთო უსამშობლოების საერთო “მესიჯბოქსი”, რომლის მიხედვით, ისინი სანქციებს დებატებიდან თავის არიდების საფუძვლად აცხადებენ.
“ბრიტანული სანქციები ორი წამყვანი ქართული მაუწყებლის წინააღმდეგ ამ კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. ბრიტანული სანქციები დებატების ჩაშლისკენ იყო მიმართული”, – მართებულად აფასებს ლონდონის ამ ნაბიჯს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
რასაკვირველია, წინა პერიოდებისგან განსხვავებით, დღევანდელი ვითარება განსხვავებულია, ჩვენი საზოგადოებაც და მისი რჩეული პოლიტიკური ძალაც გაცილებით ძლიერნი არიან და საქართველოში მედიის თავისუფლებისა და მედიაპლურალიზმის ხელყოფის შესაძლებლობას არ დაუშვებენ.
აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ საზოგადოებას მომავალშიც ექნება სრული შესაძლებლობა, მოისმინოს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხის შესახებ და მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილებები საკუთარი ქვეყნის ბედთან დაკავშირებით.“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

20 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ