— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

გია აბაშიძე: პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში, ბიზნესზე ზეწოლა კი არა, კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვაა

გია აბაშიძე: პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა, კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში…

„პრემიერ კობახიძის ზეაქტუალური ინიციატივა კომპლექსურად დარეგულირდეს კოსმოსური ფასნამატები ქსელურ მარკეტებში ბიზნესზე ზეწოლა კი არაა, არამედ კარტელური მტაცებლებისგან მომხმარებელთა დაცვა.
წლებია შეწუხებულია ჩვენი ყველა თანამოქალაქე მარკეტებში ხელოვნურად და უსინდისოდ ძვირი პროდუქტების გამო. არაერთი მოგზაურობს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში და ხედავს რადიკალურ დისბალანსს ქართველთა საზიანოდ. ყველა უცხოელი სტუმარიც აღნიშნავს ამ გაუგონარ შეუსაბამობას.
პრემიერ-მინისტრმა, კერძოდ, აღნიშნა, რომ საქართველოსა და საფრანგეთში ფასები რომ შევადაროთ, ჩვენთან კონკრეტული მარკის მზესუმზირის ზეთი 34%-ით, მაკარონი 97%-ით, ბრინჯი 180%-ით, კარაქი 30%-ით, ყველი 42%-ით, ხოლო შოკოლადი 47%-ით ძვირია.
კობახიძის შეფასებით, მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ, ეს ხარჯები კი პროდუქტის ფასებზე პირდაპირ აისახება. არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები, შესაძლოა, შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
ეს და სხვა კონკრეტული სავალალო მოცემულობა კარტელური და ჯერჯერობით კანონიერი ყაჩაღობაა. მთავრობის მეთაური პირობას იძლევა, რომ საკითხს მიხედავენ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები, მათ შორის სამართალდამცველნი. ასევე იგეგმება თემის შემსწავლელი შესაბამისი საპარლამენტო კომისიის შექმნა.
ინფორმაციისთვის, ევროპულ სახელმწიფოებს გააჩნიათ საკმარისი ინსტრუმენტები ჩარევისთვის, როდესაც საბაზრო ფასები ხელოვნურად მაღალია – რაც ნიშნავს, რომ ეს გამოწვეულია მანიპულაციით, შეთქმულება-გარიგებით, მიწოდების შეზღუდვით ან საბაზრო ძალაუფლებით და არა ჩვეულებრივი მიწოდებისა და მოთხოვნის პრინციპით.
ზოგადად, ევროპული ხელისუფლებები ხუთი ძირითადი გზით ერევიან მტაცებლური ფასნამატების დასარეგულირებლად. კერძოდ: კონკურენციის მეტი ხელშეწყობა და ანტიმონოპოლიური აღსრულების მექანიზმების განხორციელება (სამიზნე: ფასების დამწესებელი კარტელები, რომლებიც დომინანტურ ბაზარზე პოზიციონირებას ბოროტად იყენებენ);
ფასების ლიმიტები და ფასების დროებითი კონტროლი (საგანგებო სიტუაციებისას);
გადასახადების დაწესება ჭარბ და არაპროგნოზირებულ შემოსავალზე;
ბაზარზე სტრატეგიული ჩარევა (მყიდველის ან მიმწოდებლის სტატუსით);
სუბსიდიები, ფასდაკლებები და დღგ-ს შემცირება.
შარახვეტია “ნაცექსპერტების” მორიგ ჯერზე სამარცხვინო შეფასებები, რომ ეს ერთგვარი სამთავრობო რეპრესიებია, მკაფიოდ წარმოაჩენენ მათ უდონობას. გააგრძელონ რომან გოცირიძეებისა და გია ხუხაშვილების ჭაობიან “ბაბლში” დრეიფს, სხვა პერსპექტივა არც აქვთ უსამშობლო თვითმარქვიებს.“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

12 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

12 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

12 სთ წინ3 წთ