თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
პოლიტიკა

გია აბაშიძე: საერთაშორისო ექსპერტული შეფასებით, სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ლიდერობს ევრობლოკში, ფსევდო შეშფოთებები კი, ესტონეთის ფარდულში რეგისტრირებული “ნაცენჯეოების” ჟანრის ტრაგიკომედიიდანაა

გია აბაშიძე: საერთაშორისო ექსპერტული შეფასებით, სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ლიდერობს…

თუკი საქართველოს ასეთი ე.წ. “უკუსვლა” აქვს, როგორ შეიძლება, რომ მუდმივად წამყვან პოზიციებზე იყოს საერთაშორისო ინდექსებში, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაკვეთილ ანგარიშებში? დისონანსიც აღარ ეწოდება ამას, თუმცა რეალისტური ახსნა აქვს. არაერთი წონადი დასავლელი პოლიტიკური აქტორის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ფანტაზიებში მყოფ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგია ლიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კი ვითომ “პროგრესის გზაზე” მყოფი უკრაინა და მოლდოვა არიან რუსეთთან ერთად.

„ საერთაშორისო ექსპერტული შეფასებით, სამართალდამცავი სისტემის არაკორუმპირებული მმართველობით საქართველო ლიდერობს ევრობლოკში, ფსევდო შეშფოთებები კი, ესტონეთის ფარდულში რეგისტრირებული “ნაცენჯეოების” ჟანრის ტრაგიკომედიიდანაა.
თუკი საქართველოს ასეთი ე.წ. “უკუსვლა” აქვს, როგორ შეიძლება, რომ მუდმივად წამყვან პოზიციებზე იყოს საერთაშორისო ინდექსებში, მათ შორის ბრიუსელის მიერ დაკვეთილ ანგარიშებში? დისონანსიც აღარ ეწოდება ამას, თუმცა რეალისტური ახსნა აქვს. არაერთი წონადი დასავლელი პოლიტიკური აქტორის შეფასებით, ევროპული ბიუროკრატია წარმოადგენს ფანტაზიებში მყოფ ლიბერალურ ინტერნაციონალიზმს.
ევროკომისიის ეგიდით გამოქვეყნდა მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ მომზადებული კანონის უზენაესობის ინდექსი, რომლის თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.
საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს; მმართველობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია და მსოფლიოში 22-ე ადგილზეა
ევროპის სამართალდამცავ და ძალოვან სისტემაში კორუფციის სიმცირით ფინეთი, დანია და ნორვეგია ლიდერობს, ყველაზე მაღალი კორუფციით კი ვითომ “პროგრესის გზაზე” მყოფი უკრაინა და მოლდოვა არიან რუსეთთან ერთად.“ – წერს აბაშიძე.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

1 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ