თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, საქართველო ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხო, სტაბილურ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, რეალურად მუშაობს, რასაც საერთაშორისო, კვლევა და ობიექტური შეფასებაც ადასტურებს

თამთა მეგრელიშვილი: მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, საქართველო ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. მთავრობის პოლიტიკა, რომელიც…

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული და ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და ობიექტური საერთაშორისო შეფასებაა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, საქართველოს მოწინავე პოზიცია სწორედ იმ რეფორმების შედეგია, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება წლებია ახორციელებს.

„ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის და რეფორმების ეფექტურობა, კიდევ ერთმა საერთაშორისო ანგარიშმა დაადასტურა!
ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული და ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი და ობიექტური საერთაშორისო შეფასებაა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდიკატორი, რომელიც სამართალდამცავი და ძალოვანი სისტემის არაკორუმპირებულობას ზომავს.
საქართველომ ამ კომპონენტში 85%-იანი შეფასება მიიღო (100-დან), რაც მსოფლიოში 22-ე ადგილს, ხოლო ევროპაში საუკეთესო ოცეულში ყოფნას უზრუნველყოფს.(მე16 ადგილი)
ამ შედეგით საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ასევე ევროკავშირისა და ნატოს მრავალ წევრ სახელმწიფოს.
საინტერესოა, რომ ყველაზე მაღალი კორუფციის მაჩვენებლებით გამოირჩევიან უკრაინა, მოლდოვა და რუსეთი.
მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირმა საქართველოზე წინ დააყენა, რაც ამ მონაცემების ფონზეც უსამართლო გადაწყვეტილებაა.
საქართველოს მოწინავე პოზიცია სწორედ იმ რეფორმების შედეგია, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება წლებია ახორციელებს.
პოლიციის დეპოლიტიზაციამ, გამჭვირვალობის გაზრდამ, შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებამ და ნულოვანმა ტოლერანტობამ კორუფციის მიმართ რა თქმა უნდა ხელშესახები შედეგები დადო.
აღნიშნული კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, საქართველო ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია უსაფრთხო, სტაბილურ და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფოზე, რეალურად მუშაობს, რასაც საერთაშორისო, კვლევა და ობიექტური შეფასებაც ადასტურებს.
ეს წარმატება ქვეყანას მყარ საფუძველს უქმნის შემდგომი განვითარებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.“ – წერს მეგრელიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი შეწყალების შესახებ გიორგი ჩიკვაიძის განცხადებაზე: რაც არ გინდათ, არავინ დაგაძალებთ. ისე ნუ დახატავთ სიტუაციას, რომ თუ თქვენ არ დაწერთ შესაბამის თხოვნას, ეს ხელისუფლება ჩამოშლის პირას მივა

2 სთ წინ2 წთ
ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ