— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გაკეთებული აქვს განაცხადი, 2027 წელს გახდეს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა – ვფიქრობთ, რომ საქართველო არის რელევანტური ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეობისთვის, ყველა იმ გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონში ჩვენს ქვეყანას აქვს არგენტინაში უნივერსიტეტების დაფინანსების მოთხოვნით გამართულ აქციაზე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პოლიტიკა

გია ნოდია სააკაშვილს: მიშა, საბრალო არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვერ იქნებოდა სრულფასოვანი დემოკრატია, იმიტომ რომ ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდა ერთ პარტიას, ხოლო ეს ერთი პარტია ერთი კაცის გარშემო არსებობდა

გია ნოდია სააკაშვილს: მიშა, საბრალო არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვერ იქნებოდა…

“მიშა, მოდი, მეხსიერებებით ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს. 2008 წლის იანვარში მე ხმის პარალელური დათვლის კომისიის თავმჯდომარე არ ვყოფილვარ, ვიყავი ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ეგზიტ-პოლისა. ოღონდ შედეგის გამოცხადება მე „შემეტენა“, რის გამოც საქართველოს საკმაოდ დიდმა ნაწილმა შემიძულა.
საბრალო არც მაშინ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. არც შენ მეცოდები მხოლოდ იმიტომ, რომ ციხეში ზიხარ – არსებითად, ამ პირობებში შენ აირჩიე ციხეში ყოფნა და იქიდან ბრძოლა. ეს პატივისცემას და არა სიბრალულს იმსახურებს (გეთანხმები თუ არა ამ არჩევანში, სხვა საკითხია).
ამ მონაკვეთში დიქტატორი შენთვის არ მიწოდებია, როგორც შეამჩნევდი, თუმცა ის ფრაზა კი ვთქვი, რომ „დემოკრატიული ლიდერი არც ერთს არ ეთქმოდა“. მესმის, ამ ფრაზის პიროვნულად მიღებაც შეგეძლო, მაგრამ მე ეს პიროვნულად არ მიგულისხმია. შესაძლოა, უფრო ზუსტი უნდა ვყოფილვიყავი – ახლა შევეცდები.
პრობლემა ისაა, რომ ჩვენში ჰგონიათ, თითქოს დემოკრატია ლიდერის ნებიდან მოდის: მოინდომებს „ჭეშმარიტი დემოკრატი“ ლიდერი დემოკრატიას და ჰოპლა – დემოკრატია გავხდით. ეს შეცდომაა, რომელსაც გარდუვალად შობს ყალბ მოლოდინებს და მერე იმედგაცრუებას.
დემოკრატია ინსტიტუტების სისტემაა და პოლიტიკური კულტურაა. ნაციონალური მოძრაობის დროს ვერ იქნებოდა სრულფასოვანი დემოკრატია, იმიტომ რომ ძალაუფლება მონოპოლიზებული ჰქონდა ერთ პარტიას, ხოლო ეს ერთი პარტია ერთი კაცის გარშემო არსებობდა. არც ინსტიტუციური და არც სოციალური საპირწონე არ იყო (ეკლესიის გამოკლებით, მაგრამ ის დემოკრატიულ საპირწონედ ვერ გამოდგებოდა). ოპოზიცია ერთი ცნობილი ქველმოქმედის გამოჩენამდე კიდევ უფრო სუსტი იყო, ვიდრე ახლაა.
ამ პირობებში, მიშა სააკაშვილი „ჭეშმარიტი დემოკრატი“ იყო თუ არც მთლად დემოკრატი, მეორეხარისხოვანი საკითხია. სისტემა ვერ იყო დემოკრატიული და ამას იდეალური მიშაც ვერ შეცვლიდა (თუმცა იდეალური არ ყოფილხარ).
ასევე, მე მჯერა, რომ 2008 წლის იანვარში არჩევნები მართლა მოიგე, მაგრამ ეს საქმის ვითარებას არსებითად არ ცვლის,”- წერს გია ნოდია.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა… პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პრემიერის გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებზე: პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე მეტი სწორედ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა, უკლებლივ ყველა სიტყვა იყო საქებარი

14 სთ წინ2 წთ
ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და… პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები

2 დღის წინ10 წთ
ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები… პოლიტიკა

ტრამპი: ვფიქრობ, არჩევნების ჩატარება აუცილებელია, რადგან არავინ მეუბნება, რომ უკრაინის მოსახლეობა კმაყოფილია, როცა რაკეტები მათ საცხოვრებელ კორპუსებს ხვდება

2 დღის წინ1 წთ