— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს

გიორგი ჩაკვეტაძე: ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი…

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლებისა და კეთილდღეობის ინდექსს, რომლის მიხედვითაც, საქართველო, კეთილდღეობის 2012 წლის შემდგომი 13-წლიანი პროგრესით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სოციალურ ქსელში აფასებს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოში უწყვეტი მშვიდობა დამკვიდრდა, განმტკიცდა სუვერენიტეტი და ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეძლო კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, ქვეყანას ისტორიული მაქსიმუმი დაეფიქსირებინა.

,,საქართველოს ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, ჩვენმა სამშობლომ არაერთი ქარტეხილი გამოიარა.

პირველი რესპუბლიკის გამოცხადებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც, დაბრკოლებები არ შემცირებულა. იყო ომები, შიდა დაპირისპირებები და სახელმწიფოებრივი სტაგნაციის ეტაპები.

2012 წლის პირველ ოქტომბერს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოპოვებული გამარჯვებით კი, საქართველოში უწყვეტი მშვიდობა დამკვიდრდა და რეალურად განმტკიცდა სუვერენიტეტი. ამ ფონზე, ბოლო წლებში გარე წნეხმა იმატა, თუმცა ეს მცდელობები ყოველ ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა.

სწორედ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ საქართველო, კეთილდღეობის მსოფლიო რეიტინგში, 13-წლიანი პროგრესით (2013-2025), მსოფლიოში პირველ ადგილზეა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს. ის უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანასა და ევროკავშირისა და ნატოს წევრ 5 სახელმწიფოს.

იმავე ინდექსის პოლიტიკური თავისუფლების კატეგორიაშიც, საქართველომ ძალიან მაღალი შეფასება მიიღო.

პრაგმატული და გააზრებული მშვიდობის პოლიტიკის შედეგია საქართველოს უპრედენტო ეკონომიკური ზრდა და შესაბამისად, საერთაშორისო ინდექსებში მისი დაწინაურება.

დღეს, კიდევ უფრო ნათელი ხდება ის, თუ რას გადაურჩა ჩვენი სამშობლო 2022 წლის შემდეგ და ისიც, რომ ეს რისკები ჯერ კიდევ შენარჩუნებულია და არსად წასულა.” – წერს ჩაკვეტაძე.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

12 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

13 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

13 სთ წინ3 წთ