— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე მაია სანდუს განცხადებაზე, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა: ამის თქმას ბედავს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დღემდე ,,დსთ”-ს წევრია და მხოლოდ ერთი კვირის წინ დაიწყო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცედურა

გიორგი ჩაკვეტაძე მაია სანდუს განცხადებაზე, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა: ამის თქმას ბედავს იმ ქვეყნის…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაზე, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა, აღნიშნა, რომ „თვითონ ეს ქალბატონი მოლდოვის რუმინეთთან მიერთებას ემხრობა.“

„ამის თქმას ბედავს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც დღემდე ,,დსთ”-ს წევრია და მხოლოდ ერთი კვირის წინ დაიწყო ორგანიზაციიდან გამოსვლის პროცედურა.
თვითონ ეს ქალბატონი მოლდოვის რუმინეთთან მიერთებას ემხრობა.
აღარაფერი რომ ვთქვათ მოლდოვაში კორუფციის დონეზე, სიღარიბესა და დახურულ მედია საშუალებებზე.
საქართველოსთან დაკავშირებით ვიღაც ისევ მწარედ გატყუებთ, ქალბატონო მაია!
ჩვენ ბევრი რამ გვახსოვს, მათ შორის ის, რომ 4 ოქტომბერს პირდაპირ ახალისებდით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას და საქართველოს პრეზიდენტის სასახლის შტურმს.“- წერს გიორგი ჩაკვეტაძე.