— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა და არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს

გიორგი გამსახურდია სახელმწიფოს მიერ დიუშენით დაავადებულთათვის მედიკამენტის ყიდვაზე: ეს არის ბიძინა ივანიშვილის და ,,ქართული…

გიორგი გამსახურდია, სახელმწიფოს მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ ,,ჯივინოსტატის’’ შესყიდვას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის ხელწერა და არა ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს.

მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები სენსიტიური თემებით მანიპულირებენ, ბავშვებით სპეკულირებენ და საპროტესტო ტალღის აგორებას ცდილობენ.

,,აი ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ,,ქართული ოცნების’’ ლიდერშიფის ხელწერა, არა ის, რასაც აკეთებს ე.წ. ოპოზიცია, რომელიც სენსიტიური თემებით მანიპულირებს, აგროვებს კაპიტალს და მძიმე დაავადებით დასნეულებული ბავშვებით სპეკულირებს და საპროტესტო ტალღის აგორებას ცდილობს.
ახლოსაც ვერ მიხვალთ, გაკეთებული საქმეებით ,,ქართულ ოცნებასთან’’, დასაბამიდან დღემდე, ხართ და იყავით აგენტურა, მავნებელები და გადასაშენებლები (პოლიტიკურად, რა თქმა უნდა),’’ – წერს გამსახურდია.