— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს პაატა კვიჟინაძე: რასაც არ უნდა ითხოვდეს ოპოზიცია, რომელიც ეკონომიკურ მაჩვენებლებს დააზიანებს, პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება – არ დავუშვებთ, დაირღვეს ეკონომიკური პარამეტრები, ვიმუშავებთ, რომ იყოს მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს, ყოველწლიურად გავზარდოთ პენსიები
პოლიტიკა

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა

პედაგოგი მაკა სახურია: სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა…

“დღეს კობა დავითაშვილი 55 წლის გახდა… არიან ადამიანები, რომელთა ღირსებას, ჰუმანიზმს, ნათელ გონებას, სიმამაცეს, სიყვარულისა და თავგანწირვის უნარს ვერასოდეს ვივიწყებთ, ჩვენი გულთამპყრობელია მისი ადამიანური ხიბლი და სიმაღლე”- წერს პედაგოგი მაკა სახურია სოციალურ ქსელში.

იგი კობა დავითაშვილს იხსენებს და ამბობს, რომ მის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშა სააკაშვილს და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა.

“ასეთი იყო კობა, დიდი და დიდებული ადამიანი, უგზოუკვლოდ განათლებული და მოაზროვნე, ენერგიული, მხიარული, უმამაცესი, შინაგანად თავისუფალი, ლაღი, კაცთმოყვარე. საუკეთესო მეოჯახე, ხუთი რჩეული შვილის მამა, მუდამ ქვეყნის წარსულსა და მომავალზე დაფიქრებული მებრძოლი.
სხვა სულ რომ არაფერი დაეშავებინა სააკაშვილის რეჟიმს, კობა დავითაშვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე და ცოდვა არ მოასვენებს არც მიშას და არც იმ ადამიანებს, ვისაც მისი დალეწვა და განადგურება დაავალა. ვერ მოერია ყოფილი მეგობრის სიმართლეს, სინათლეს, სიდიდეს და ბოლომდე გაიმეტა სასიკვდილოდ.
ვისაც კობასთან ურთიერთობის ბედნიერება გქონიათ, დამეთანხმებით, რომ საოცარი ადამიანი იყო, ყველაზე მზრუნველი, მეგობრული, ამტანი, გამტანი, გამცემი, კეთილი ენერგიით სავსე. შეურყეველი კლდე იყო თავისი სიმამაცითა და სიძლიერით. რას არ ისწავლიდი მისგან?
მშვიდად განისვენე, მეგობარო! ყველგან იდექი, სადაც შენს ქვეყანას სჭირდებოდი დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობაში. ღირსეული ოჯახი დაგრჩა. შენი შვილები გასახელებენ შენც და ჩვენს ქვეყანასაც ისევე გამოადგებიან, როგორც შენ! ჩემი უდიდესი სიყვარული და პატივისცემა ინგას, უკეთილშობილეს თანამებრძოლს თავისი საყვარელი მეუღლისას!”- წერს მაკა სახურია.

https://www.facebook.com/share/19FLcWnDhu/?mibextid=wwXIfr

მსგავსი სიახლეები.

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

9 წთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

23 წთ წინ5 წთ
ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

24 წთ წინ4 წთ