თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია უკრაინის რადას თავმჯდომარეზე: რა მადლობას, ან ბოდიშს უნდა ველოდოთ იმ ოფიციოზისგან, რომლებსაც დღემდე არ მოუხდია ბოდიში, გმირი პოლონელი ხალხისთვის, წინა საუკუნის შემზარავი დანაშაულის შესახებ, რასაც ვოლინის სისხლიანი სასაკლაო ჰქვია

გიორგი გამსახურდია უკრაინის რადას თავმჯდომარეზე: რა მადლობას, ან ბოდიშს უნდა ველოდოთ იმ ოფიციოზისგან, რომლებსაც დღემდე არ…

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმიანება, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკრაინის მიმართ მორიგ ბრალდებად აფასებს.

გამსახურდიას განცხადებით, სტეფანჩუკის წერილში „ნაცმოძრაობის“ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხება.

გამსახურდია ასევე იხსენებს ვოლინის სისხლიან სასაკლაოს, ასევე რუსული აგრესიის დროს პოლონელი ხალხის უპრეცედენტო დახმარებას უკრაინელების მიმართ და აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხისგან ამ ყველაფრის ფონზე ბოდიშის მოხდას, ან მადლობის გადახდას არ უნდა ელოდოს ქართული საზოგადოება.

„ზვიადისგან მახსოვს, ღრმა ბავშვობიდან და დღემდე ჩემთვის უმთავრესი სიტყვებია, გამარჯობა,ნახვამდის,მადლობა და ბოდიში. ყველაზე საზარელი საქციელია უსალმობა, უმადურობა და საკუთარი შეცდომის არაღიარება.
გუშინ ვკითხულობდი უკრაინის რადას თავჯდომარის, რუსლან სტეპანჩუკის წერილს შალვა პაპუაშვილისადმი. სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ვირტუალურ ოფისში დაწერილი ტექსტი იკითხებოდა მხოლოდ. ბოლო აკორდი კიდევ, საკუთარი ქვეყნის მოძულე, ფსევდო-პატრიოტი მამარდაშვილის სიტყვები იყო, რომელიც თურმე, ბატონი რუსლანის სამაგიდო წიგნი ყოფილა, თან ქართულად.
რა მადლობას ან ბოდიშს უნდა ველოდოთ იმ ოფიციოზისგან, რომლებსაც დღემდე არ მოუხდია ბოდიში, გმირი პოლონელი ხალხისთვის, წინა საუკუნის შემზარავი დანაშაულის შესახებ, რასაც ვოლინის სისხლიანი სასაკლაო ქვია. უფრო მეტიც, სტეპან ბანდერა, ეროვნულ გმირად ყავთ შერაცხული და თავად ბატონი რუსლანიც, არხეინად პოზიორობს მისი სურათის ფონზე. რუსული აგრესიის დროს პოლონელი ხალხის უპრეცენდენტო დახმარებას უკრაინისადმი, რომელსაც ანალოგი არა აქვს, აღარ გავიხსენებ, ისედაც ყველასათვის ცნობილი ფაქტია.
დაბოლოს გავიხსენებ, პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის სიტყვებს რომელი სიტყვებითაც მიმართა უკრაინის ოფიციოზს – თქვენ სტეპან ბანდერასთან ერთად, ევროკავშირში ვერ შეხვალთ.
გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას და უკრაინელ ხალხს, ასევე შიდა პოლიტიკურ გაჯანსაღებას,“- წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ ზელენსკი არის უმადური ადამიანი, რადგანაც ის არ იჩენს მადლიერებას არც აშშ-ის და არც საქართველოს მიმართ, მისივე თქმით, უკრაინელი ხალხისთვის აკეთებს საქართველო ყველაფერს და ზელენსკისგან მადლობა არაფერში აღარ ჭირდება საქართველოს ხელისუფლებას.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ