— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

გიორგი ქართველიშვილი: დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას!

გიორგი ქართველიშვილი: დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად…

სწორედ ამიტომ, დღეიდან, ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული, გარე ინტერესების მონურ მორჩილებაში მყოფი, გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებისა და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას! ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს, რასაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით,- განაცხადა MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა, გამართლ პრესკონფერენციაზე.  

ქართველიშვილის განცხადებით, ახალი მოძრაობა იქნება ძალიან აქტიური, მაქსიმალურად კონსტრუქციული და რაც მთავარია, ისინი მზად არიან პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ ყველა ქმედებაზე.

„გვინდა საზოგადოებას ვუთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური და სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუკი ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით, მზად ვართ თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდეთ!“- განაცხადა ქართველიშვილმა.

ქართველიშვილის განცხადებით,  აუცილებელია, რომ ონისე ოქრიაშვილმა და მასთან ერთად სცენაზე მყოფმა ადამიანებმა ბოდიში  მოუხადონ ქართველ ხალხს და თუ ისინი ვერ იაზრებენ, რომ კვეთენ წითელ ხაზებს ქართველი ერის ღირსების შემლახავ თითოეულ ქმედებაზე მოეთხოვებათ პასუხი ახალი მოძრაობისგან.

„ახლა რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ კონკრეტულ მოვლენებს, რომელიც აქტიურ განხილვის საგნად იქცა. როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო ერთადერთი ფაქტი, როდესაც ონისე ოქრიაშვილი ჩვენს რელიგიაზე, სამაგალითო ქართველ მოღვაწეზე ან ქართველებისთვის ხელშეუხებელ საკითხებზე შეურაცხმყოფელი ფორმით ხუმრობს. მიგვაჩნია, რომ არამხოლოდ იმ ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს იუმორისტს უწოდებს, არამედ მათაც, რომლებიც კონკრეტულ კადრებში სცენაზე მასთან ერთად სხედან და ხალისობენ, ქართველ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადონ! ამავდროულად, მათი სინანულის საუკეთესო დასტური იქნება, თუკი დააფიქსირებენ მკაფიო პოზიციას და მიმართავენ პროკურატურას, რომ აღნიშნულმა უწყებამ ნიკო ხურცილავას პატიმრობა არ მოითხოვოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი მათ ნაბიჯებზე საზოგადოების რეაქციის დანახვის შემდეგაც ვერ ახერხებენ გაიაზრონ, რომ წითელ ხაზებს კვეთენ, ქართველ ერის ღირსების შემლახავ თითოეული ქმედებისა და კომენტარის გამო მოვითხოვთ პასუხს. ვიმეორებ, შევეცდებით ეს ყველაფერი ნორმისა და კანონის ფარგლებში გავაკეთოთ, თუმცა, თუკი შესაბამისი გარემოპირობები სხვა გზას არ დაგვიტოვებს, არც პატიმრობის შეგვეშინდება!

ჩვენი დედა ეკლესიის, ტრადიციებისა და წინაპრების შეურაცხყოფას არავის შევარჩენთ. ვპირდებით ყველას, რომ იმ ღირებულებისა და ფასეულობების დაკნინების თუ გაუფასურების ნებისმიერ მცდელობასთან, რომელსაც ჩვენი ერი ეყრდნობა, შეურიგებლები ვიქნებით და თითოეულ მსგავს გამოვლინებაზე სათანადო, პროპორციული რეაგირება გვექნება!“- აცხადებს გიორგი ქართველიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

12 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

13 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

13 სთ წინ3 წთ