— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

GORBI: გლობალური კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები ღამით ქუჩაში სიარულისას თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ

GORBI: გლობალური კვლევის მიხედვით, საქართველოში ქალები ღამით ქუჩაში სიარულისას თავს ყველაზე უსაფრთხოდ გრძნობენ

ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქალთა უსაფრთხოების საკითხი საჯარო სივრცეში. სწორედ ამ თემას ეხება ბაზრის კვლევისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის დამოუკიდებელ ფირმათა წამყვანი გლობალური ასოციაციის – WIN | Worldwide Independent Network of MR & OP -ის უახლესი ყოველწლიური კვლევა „Worldviews“ (მსოფლმხედველობა), რომელიც 45 ქვეყანაში 45,000 ადამიანის შეხედულებებსა და გამოცდილებებს ასახავს.

კვლევის ნაწილი იყო საქართველოც. GORBI-ის ინფორმაციით, 2026 წლის თებერვალში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა კვლევამ მოიცვა 2,050 ზრდასრული ადამიანი.

მიუხედავად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მზარდი ყურადღებისა და ძალისხმევისა, გლობალურად კვლევის შედეგების თანახმად, ქალების საშუალოდ 45% აღნიშნავს, რომ ღამით მარტო სიარულისას თავს დაცულად არ გრძნობს, თუმცა მამაკაცებში ანალოგიური მაჩვენებელი მხოლოდ 26%-ია – ეს განსხვავება თითქმის ყველა ქვეყანაში ნარჩუნდება პაკისტანის გარდა, სადაც ეს მაჩვენებელი ორივე სქესისთვის ერთნაირია.

„ახალგაზრდა ქალების ნახევარზე მეტი (53%) აღნიშნავს, რომ ღამით საკუთარ უბანში მარტო სეირნობისას თავს დაცულად არ გრძნობს (იმავე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცების მხოლოდ 27% მიიჩნევს თავს დაუცველად). ეს მიუთითებს, რომ თაობა, რომელიც თანასწორობის შესახებ გაძლიერებული დისკურსის პირობებში იზრდება, კვლავ რჩება გენდერული ნიშნით ზიანის მიყენების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ.

გარდა ამისა, ამერიკის კონტინენტზე ქალების შემაშფოთებლად დიდი ნაწილი – 62% აცხადებს, რომ ღამით მარტო სეირნობისას თავს დაცულად არ გრძნობს. განსაკუთრებით, ლათინურ ამერიკაში, სადაც ქალების ნახევარზე მეტს გააჩნია დაუცველობის განცდა; აქ ლიდერობს ეკვადორი (79%), რომელსაც მოჰყვებიან მექსიკა და ჩილე (75%), ბრაზილია (70%), კოლუმბია (65%), არგენტინა და პერუ (64%) და პარაგვაი (55%). ეს მიგნებები ხაზს უსვამს, რომ საჯარო სივრცეში დაუცველობა კვლავ რჩება ქალთა ავტონომიისა და მობილობის სტრუქტურულ ბარიერად მთელ რეგიონში,“- აღნიშნულია GORBI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ცნობით, გლობალური სურათის ამგვარ ფონზე საქართველო მნიშვნელოვანი გამონაკლისია. გამოკითხულ ყველა ქვეყანას შორის, საქართველოში ქალები ღამით მარტო სიარულისას უსაფრთხოების ყველაზე მაღალ განცდას გამოხატავენ. კვლევის მიხედვით, ქართველი ქალების 89% ამბობს, რომ თავს დაცულად ან თავდაჯერებულად გრძნობს საკუთარ უბანში დაღამების შემდეგ მარტო სეირნობისას, რითაც საქართველო გლობალური რეიტინგის სათავეში ხვდება.

უსაფრთხოების აღქმის შემდეგი ყველაზე მაღალი დონეები დაფიქსირდა ჩინეთსა (86%) და ვიეტნამში (81%), რომლებსაც მოჰყვება ჰონგ-კონგი (76%) და ტაილანდი (74%). ეს მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების აღქმა აზიის რამდენიმე ქვეყანაში უფრო მაღალია, ვიდრე ბევრ დასავლურ თუ ლათინოამერიკულ ქვეყანაში.

საქართველოს შედეგები განსაკუთრებით საყურადღებოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ყველაზე მაღალია კვლევაში, არამედ იმიტომაც, რომ ისინი ეწინააღმდეგება ფართო გლობალურ ტენდენციებს. ამ შედეგის ასახსნელად, GORBI რამდენიმე ფაქტორს ასახელებს:

პირველი, ზოგადად, საქართველოსთვის დამახასიათებელია არაფორმალური სოციალური კონტროლის მაღალი დონე და თემის წევრებს შორის მჭიდრო ნაცნობობა, განსაკუთრებით, საცხოვრებელ უბნებში. ბევრ რაიონში ადამიანები კარგად იცნობენ მეზობლებსა და ადგილობრივ გარემოს, რაც ზრდის იმის განცდას, რომ საჯარო სივრცე სოციალურად კონტროლირებადია და, შესაბამისად, უფრო უსაფრთხო.

მეორე, ბევრ ამერიკულ თუ დასავლეთ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოში ისტორიულად ფიქსირდება ქუჩის დანაშაულისა და საჯარო სივრცეში უცნობების მიმართ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის შედარებით დაბალი მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ არცერთი საზოგადოება არ არის თავისუფალი ძალადობისგან, ისეთი ტიპის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას ღამის საათებში უსაფრთხოების აღქმაზე (მაგალითად, ყაჩაღობა ან თავდასხმა საჯარო ადგილებში), საქართველოში ნაკლებად ხშირად ხდება.

მესამე, შესაძლოა, გარკვეულ როლს თამაშობდეს ურბანული დაგეგმარება და სოციალური ცხოვრების სტილიც. ქართულ ქალაქებში, განსაკუთრებით თბილისსა და სხვა ურბანულ ცენტრებში, საზოგადოებრივი ცხოვრება გვიანობამდე აქტიურია – რესტორნები, კაფეები და მაღაზიები შედარებით გვიანობამდე მუშაობენ. აქტიური ქუჩები და ადამიანების მოძრაობა საჯარო სივრცეში ხელს უწყობს უსაფრთხოების მეტ განცდას.

„ამავდროულად, უსაფრთხოების განცდა სულაც არ ნიშნავს სხვა კონტექსტში გენდერული ნიშნით ძალადობის არარსებობას. როგორც ბევრ სხვა საზოგადოებაში, ისეთი პრობლემები, როგორიცაა ოჯახში ძალადობა ან შევიწროება, შესაძლოა, უფრო კერძო ან ნაკლებად ხილვად გარემოში ხდებოდეს. ამდენად, საჯარო სივრცეში უსაფრთხოების აღქმის მაღალი დონე უნდა განიმარტოს როგორც ქალთა უსაფრთხოების ერთ-ერთი და არა ერთადერთი მნიშვნელოვანი განზომილება,“ – აღნიშნავს GORBI.

ორგანიზაციის თანახმად, მთლიანობაში, კვლევის შედეგები საქართველოს იმ ქვეყნების რიგში აყენებს, სადაც ქალები ღამით საჯარო სივრცეში თავისუფლად გადაადგილებისას ყველაზე მაღალ თავდაჯერებულობას გამოხატავენ. იმ გლობალურ კონტექსტში, როცა ბევრი ქალი უსაფრთხოების პრობლემების გამო კვლავ იზღუდავს გადაადგილების თავისუფლებას, ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან სოციალურ მონაპოვარს, რომლის შენარჩუნებასა და განმტკიცებასაც პოლიტიკის გამტარებლებმა და საზოგადოებამ უნდა შეუწყონ ხელი.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

20 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

23 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

24 სთ წინ2 წთ