— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
საქართველო

გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტში სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ გორის მუნიციპალიტეტში, ტირიფონის ძველ მაგისტრალურ არხზე გაწმენდით სამუშაოებს ატარებს. მცენარეებისა და ნატანისაგან ჯამში 6,4 კმ სიგრძის არხი იწმინდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამ დროისთვის სამუშაოები სოფელ მეჯვრისხევში მიმდინარეობს, სადაც 2.2 კილომეტრიანი მონაკვეთი უკვე გაწმენდილია. სამუშაოები ჩატარდება კირბალისა და ბერშუეთის ტერიტორიებზე.

ჩატარებული საექსპლუატაციო ღონისძიებების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც ნადარბაზევის წყალსაცავის შეუფერხებლად შევსებას უზრუნველყოფს.

ტირიფონის ძველი მაგისტრალური არხი სოფლების ზერტის, კირბალის, ბერშუეთის, ხურვალეთისა და საზღვრისმიღმა დარჩენილი სოფელი წინაგარას 700 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობებს ამარაგებს სარწყავი წყლით.

დღეისათვის, შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად, წყალუზრუნველყოფა 11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ