— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
საქართველო

ნინო ლაცაბიძე: ანსამბლი „რუსთავი” კიდევ უფრო დიდი გეგმებით ბრუნდება ჩვენს ქალაქში

ნინო ლაცაბიძე: ანსამბლი „რუსთავი” კიდევ უფრო დიდი გეგმებით ბრუნდება ჩვენს ქალაქში

„რუსთავქალაქობა-2025”-ის საზეიმო ღონისძიებები ანსამბლ „რუსთავის” კონცერტით დასრულდა. რუსთავის მთავარ მოედანზე ანსამბლი, მაყურებლის წინაშე თითქმის ორსაათიანი პროგრამით წარსდგა.

ანსამბლ „რუსთავის” კონცერტი, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა.

„რუსთავქალაქობა-2025”-ის დასკვნითი ღონისძიება, ნიკოლოზ წულუკიძეს და გიორგი კალანდიას მიჰყავდათ.

საზეიმო კონცერტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ილია ჯალაღანია, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, რუსთაველებთან და ქალაქის სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
,,რუსთავის მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში
საოცარი განწყობა იყო. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და ჩემს ქალაქს სვეტიცხოვლობას, რუსთაველებს – „რუსთავქალაქობას”. დღევანდელ დღეს, „რუსთავის” გალა-კონცერტი სიმბოლურია, რადგან ანსამბლი კიდევ უფრო დიდი გეგმებით ბრუნდება ჩვენს ქალაქში”,- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

უახლოეს პერიოდში საქართველოს კულტურის სამინისტროს, რუსთავის მერისა და ანსამბლ ,,რუსთავს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის თანახმად
, რუსთავის კულტურის სახლში, რომლის რეაბილიტაციაც წლის ბოლომდე დასრულდება, ანსამბლ „რუსთავის” ერთ-ერთი შემადგენლობა დაიდებს ბინას.

„ანსამბლი „რუსთავი” ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით 1968 წელს სწორედ რუსთავში დაარსდა. ჩვენ, ქალაქ რუსთავთან, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო ურთიერთობები დავგეგმეთ, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულებას გულისხმობს. სიმბოლურია, რომ ანსამბლი ,,რუსთავი” წლების შემდეგ იმ ქალაქში ბრუნდება, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგა
”, – განაცხადა მომღერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა.

ზემოთ აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, ქალაქი რუსთავი განაახლებს იმ ტრადიციულ ურთიერთობას, რომელიც ანსამბლ ,,რუსთავთან” 1968 წელს მისი დაარსებისას ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები.

ევროკომისიის კვლევა: პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია საქართველო

ევროკომისიის კვლევა:  პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია

5 ოქტომბერი3 წთ
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო… საქართველო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2 ოქტომბერი1 წთ
პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და… საქართველო

პოლონეთში საქართველოს საელჩო: ნონა გაფრინდაშვილისადმი მიძღვნილი საღამო ვარშავაში გახდა ჭადრაკის, მეგობრობისა და თაობათაშორისი კავშირების ზეიმი, რომელმაც კიდევ ერთხელ გააერთიანა ქართული და პოლონური ჭადრაკის ისტორია და მდიდარი ტრადიციები

1 ოქტომბერი3 წთ