— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანს სურს, ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მიაწოდოს, რისი ერთადერთი მარშრუტი საქართველოსა და თურქეთზე გადის, ეს შესაძლებლობები უნდა გავაფართოოთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქოს სურს, რომ ელექტროენერგია ევროპულ ბაზრებს მიაწოდოს და დღეს ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით გადის.

როგორც ალიევმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, აზერბაიჯანი ევროპას ნავთობსა და გაზს უკვე აწვდის, შესაბამისად ბაქოს ელექტროენერგიის მიწოდების სურვილიც აქვს.

„ჩვენს რეგიონში არ არსებობს სხვა ქვეყანა, რომელიც ენერგორესურსებით ისე სრულად იყოს უზრუნველყოფილი, როგორც აზერბაიჯანი, იქნება ეს ნავთობი და გაზი თუ ელექტროენერგია. მეზობელ ქვეყნებში ჩვენი საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებით, ამავდროულად, ევროპულ ბაზარზეც მივიღებთ წვდომას.

ჩვენ უკვე მივაწოდეთ ევროპას ნავთობი და გაზი, თუმცა გვინდა, ევროპულ ბაზარს ელექტროენერგიაც მივაწოდოთ.

დღეს ერთადერთი არსებული მარშრუტი საქართველოსა და თურქეთის გავლით, შემდეგ კი ევროპისკენ მიდის. ეს შესაძლებლობები უნდა გავაფართოოთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის ენერგეტიკული კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება უკვე მზად არის. თუმცა მეორე ელექტროგადამცემი ხაზის არსებობა ჩვენს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა ალიევმა.

ალიევის განცხადებით, დღეს აზერბაიჯანის ელექტროსისტემა საქართველოს, ირანის და რუსეთის ელექტროსისტემებთან არის დაკავშირებული, თუმცა ის მოისურვებდა, რომ მომავალში ასეთი კავშირი სომხეთთანაც იყოს დამყარებული.

„დღეს ჩვენი ელექტროენერგეტიკული ქსელი დაკავშირებულია რუსეთთან, ირანთან, საქართველოსთან, ხოლო საქართველოს გავლით – თურქეთთანაც. შესაბამისად, სომხეთის გავლით ნახიჩევანამდე, იქიდან კი თურქეთსა და ევროპამდე მიმავალი ენერგეტიკული დერეფანი კრიზისის შემთხვევაში სომხეთის ენერგოსისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფასაც შეუწყობს ხელს. ამიტომ, რაც უფრო მალე განვახორციელებთ ამ პროექტს, მით უკეთესი იქნება.

ბუნებრივია, როგორც თქვენ ძალიან კარგად იცით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ქალბაჯარის მთებში, 3 500 მეტრის სიმაღლეზე, თოვლშიც კი ვდგამდით ელექტროგადამცემი ხაზების ანძებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ამ პროექტის განხორციელებას დავიწყებთ, მას ექვს თვეზე მეტი არ დასჭირდება.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თავად სომხეთმა უნდა გააკეთოს. ამიტომ ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა დაზუსტდეს. ეს ზანგეზურის დერეფნის, TRIPP-ის, განუყოფელი ნაწილი იქნება. რადგან ეს პროექტი მხოლოდ რკინიგზას ან ავტომაგისტრალს არ გულისხმობს. აქ შეიძლება გაიაროს ოპტიკურ-ბოჭკოვანმა კაბელებმა, ელექტროგადამცემმა ხაზებმა და, მომავალში, საჭიროების შემთხვევაში, ნავთობისა და გაზის მილსადენებმაც“

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

13 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

13 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

13 სთ წინ3 წთ