თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს ლევან მახაშვილი: ისლანდიელების ხმა გასაგები აღმოჩნდა ბრიუსელისთვის. მაგრამ რატომღაც, ასეთი “გასაგები” არ ყოფილა ქართველების ხმა. ბრიუსელმა პატივი უნდა სცეს სხვა ხალხებს არა შერჩევითად, არამედ ყველას და რაც უფრო მალე და გულწრფელად სცემს პატივს ბრიუსელი საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩევნებზე გამოხატულ ნებას, მით მეტად შეინარჩუნებს საკუთარ სახეს ნანა კაკაბაძე: ნანი ბრეგვაძის მაღალი დონის პროფესიონალიზმს და შემოქმედებით ბიოგრაფიას ჩვენც სათანადოდ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ის სამოქალაქო აქტივობაში ჩართვას ცდილობს და ბევრისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს, ამ შემთხვევაში საზოგადოებას სრული უფლება აქვს ობიექტურად შეაფასოს, მათ შორის გაშარჟებით, მისი სამოქალაქო პოზიცია და არა მისი პროფესიონალიზმი
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტს არაფერი გაუჭიანურებია, გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება

ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტს არაფერი გაუჭიანურებია, გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან მოხდება შეწყალებულ პირთა…
x

პრეზიდენტს არაფერი გაუჭიანურებია. გამოიცა შეწყალების აქტი და დღეს დილიდან ამ აქტის შესაბამისად მოხდება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება. ამაში რა არის ისეთი სენსაციური, არაჰუმანური და საშინელება, რომ რატომ გამოეცი შეწყალების აქტი საღამოს და დილიდან რატომ დაიწყება ამ ხალხის განთავისუფლებაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ადამიანების ბედით სპეკულაცია ყველაზე დიდი არაჰუმანურობაა.

„პრეზიდენტმა თქვა, რომ ნათლისღებას შეწყალების აქტს გამოსცემდა. 20 იანვარს დაიწყება შეწყალებულ პირთა გათავისუფლება. რა არის ამაში დაუძლეველი, ანტიჰუმანური თუ საშინელი ქმედება? შეწყალების აქტის გამოცემას წინ უძღვის მთელი რიგი პროცედურების გავლა, სადაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებია ჩართული. ეს აქტი არ ხორციელდება ერთ საათში. გარკვეული დროის განმავლობაში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებით შესაბამის უწყებებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა და ამ მუშაობის დასრულების შემდეგ ხდება შესაბამისი აქტის გამოცემა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, შეწყალების აქტის გამოცემის შემდეგ რამდენიმე საათში იწყება გათავისუფლების პროცედურა, მაგრამ დღეს ამას მოჰყვა აჟიოტაჟი.

„ეს გამოწვეულია იქიდან, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ოპოზიციური ტელევიზიებით თუ სოციალური ქსელებით გარკვეული სეგმენტი ამბობდა, რომ აქტის გამოცემის შემდეგ ეს ხალხი უნდა გათავისუფლდესო. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიდიოდა პროპაგანდა, რომ ჩვენ არავითარი შეწყალება არ გვინდა და რომც შეგვიწყალოს, ამ არალეგიტიმური პრეზიდენტისგან ამას და იმას არ მივიღებთ და ა.შ. მიზანია, რომ საზოგადოებაში მუდმივად დაპირისპირებისა და დაძაბულობის მუხტი შენარჩუნდეს. პატიმართა მშობლებმაც იციან, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, სულ მცირე, მიმართვა მაინც არის საჭირო.

რეალურად, როდესაც ვინმეს უნდა, ვინმე შეიწყალოს, ქმედებები სხვანაირია. არც ელოდებიან და არც სურვილი ჰქონდათ. პატიმრის გულშემატკივრებს და მშობლებს როცა ადამიანის შეწყალება სურთ, იქ სხვანაირი რიტორიკა და ქმედებები მიდის. ჩვენ პირიქით, სხვა რიტორიკას და ქმედებებს ვხედავდით მთელი ამ დროის განმავლობაში და მიზანი არა შეწყალების მიღწევა, არამედ სწორედ ამ სპეკულაციის, სპეკულანტური, დაძაბული გარემოს რამენაირად შექმნა იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ამ ყველაფრის მიზანი იყო, „საკუთარი პატიმრით გაეწიათ სპეკულაცია, რათა შეექმნათ სასპეკულაციო მასალა საზოგადოებაში ხელისუფლების იმიჯის დასაზიანებლად“.

„ყაველაშვილს არავისგან არანაირი ლეგიტიმაციის აღიარება არ სჭირდება. ეს ლეგიტიმაცია არის საქართველოს კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციის შესაბამისად წარმართული დემოკრატიული პროცესით და ხალხის არჩევანით. ზოგადად, სიტყვა შეწყალების მნიშვნელობას თუ დააკვირდებით და იმ კანონებს წაიკითხავთ, რომლებიც ამ აქტს უზრუნველყოფენ, მიხვდებით, რა არის საჭირო შეწყალებისთვის. სულ მცირე, ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ ვისაც იწყალებენ, მას ამ შეწყალების მიღების სურვილი მაინც უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები.

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: აფხაზებს ჩვენ ვეზიზღებით

3 სთ წინ1 წთ
რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: ძალადობრივ აქციებში მონაწილე ცხრა პირის მხრიდან დანაშაულის აღიარებამ და მონანიებამ, კიდევ ერთხელ ახადა ფარდა რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას მათი  ამორალური ხასიათი დაანახა, ვინაიდან მათ შეწყალებული პირები საკუთარი ბულინგის მთავარ ობიექტებად აქციეს

8 სთ წინ3 წთ
რატი იონათამიშვილი: 226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და… პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი:  226 მსჯავრდებული მარიამობის დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდა. ეს იყო სახელმწიფოს მეთაურის და სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ჰუმანური აქტი, რომელმაც იმ ადამიანებს, ვინც დანაშაული აღიარა და მოინანია, მისცა შესაძლებლობა,  დაუბრუნდნენ არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ კეთილსინდისიერი ცხოვრების წესს

8 სთ წინ2 წთ