— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის ადვოკატის მიერ შეტანილ სარჩელზე: აუცილებელია,  ყველა ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას სამართლებრივი პასუხი გაეცეს

ირაკლი კირცხალია ბერა ივანიშვილის ადვოკატის მიერ შეტანილ სარჩელზე: აუცილებელია, ყველა ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას…

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ სამართლებრივად მოწყობილ ქვეყანაში, აუცილებელია ყველა ადამიანმა აგოს სამართლებრივი პასუხი ცილისწამებაზე.

კირცხალიამ კომენტარი გააკეთა ბერა ივანიშვილის უფლებადამცველის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის ფაქტზე და აღნიშნა, რომ არაფორმალური მმართველობა, აგენტურა და მათი მართული მედია პლატფორმები წლების მანძილზე მუშაობენ ივანიშვილების ოჯახის ავტორიტეტის შესალახად.

„რა თქმა უნდა, როდესაც საქმე გვაქვს ცილისწამებასთან, ჩვენ სამართლებრივ მოწყობის ქვეყანაში ვცხოვრობთ და აუცილებელია ამ უტიფრობაზე, ამ ცილისწამებაზე სამართლებრივი პასუხი აგოს ყველა იმ ადამიანმა, ვინც ცილი დასწამა, ზოგადად. რაც შეეხება ბერა ივანიშვილს და რაც შეეხება ივანიშვილების ოჯახს, ბატონი ბიძინას ოჯახს, არაერთხელ მითქვამს და განვმეორდები და ეს არ არის  ახალი ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ ყველა „დიფ სთეითის“ არაფორმალური მმართველობა, აგენტურა ჩვენს ქვეყანაში და ამ აგენტურის მიერ მართული სხვადასხვა მედია საშუალებები თუ მედია პლატფორმები, მუშაობენ და მუშაობდნენ წლების მანძილზე, რომ ჩვენს ქვეყანაში შელახონ ავტორიტეტები – ავტორიტეტები, რომელსაც არა მხოლოდ პოლიტიკური ავტორიტეტი აქვთ, არამედ, უდიდესი ავტორიტეტი აქვთ საზოგადოებაში და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ივანიშვილების ოჯახი. არ უნდა გაგვიკვირდეს და საზოგადოებას არ უკვირს თვიდან თვემდე თუ წლიდან წლამდე, როგორც ქვეყნის გარედან, ასევე ქვეყნის შიგნიდან, ამ გვარზე და ამ ოჯახზე თავდასხმები, მაგრამ აუცილებლად ყველა ამ ბინძურ, უტიფარ ცილისწამებას გაეცეს სამართლებრივი პასუხი. ასე რომ, დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას, ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში.“- განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.