— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას

ირაკლი კირცხალია – ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების…

ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია წერს.

მისივე თქმით, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზეა საუბარი, იგულისხმება ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პოლიტიკური და კულტურული დიალოგი და არა თანამშრომლობა, რომლის პირობებიც ცალმხრივად განისაზღვრება.

“რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ ევროკავშირის წარმომადგენლობამ მორიგი უტიფარი განცხადება გაავრცელა. ამ განცხადების სერიოზულად კომენტირება არასერიოზულია!

უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ბრიუსელის ცენტრში რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლობის დაფინანსებით მოეწყოს ღონისძიება, რომლის სცენიდანაც ევროპელი თანამდებობის პირების მათი პოლიტიკური გუნდის და რაც მთავარია მათი ამომრჩევლის მიმართ (ძალიან რბილად რომ ვთქვათ) შეურაცხმყოფელი მოწოდებები გაისმის. რა რეაქცია ექნებოდათ ევროპულ ინსტიტუტებს და როგორ შეაფასებდნენ ისინი მსგავსი ღონისძიების ორგანიზატორების პასუხისმგებლობას? სწორედ ამ კითხვებზე ველით კონკრეტულ პასუხებს და არა ზოგად შეურაცხმყოფელ განცხადებებს ე.წ. კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

დიდი ხნის განმავლობაში ე.წ. პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საბოლოოდ იქამდე მივედით, რომ საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა, რადგან ყველა კარგად ხედავს იმ ფასეულობების და ღირებულებების დაუნდობელ განადგურებას, რაზეც ევროპა ყოველთვის იდგა. ეს სწორედ იმ ბიუროკრატიის დამსახურებაა, რომელიც უკვე წლებია, საქართველოს მიმართ ყველაზე უსამართლო დამოკიდებულებით გამოირჩევა.

როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ პოლიტიკურ და კულტურულ დიალოგს და არა თანამშრომლობას, რომლის პირობებიც ცალმხრივად განისაზღვრება. ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების მიმართ საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური კითხვები მათი მიზნების, მონაწილეთა შერჩევისა და დაფინანსების გამოყენების შესახებ. ამ კითხვებზე პასუხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც პროექტების გარშემო პოლიტიკური დაპირისპირება წარმოიშობა.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ უნდა განმარტოს, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს საქართველოში ღონისძიებების დაფინანსებისა და ორგანიზებისას, როგორ უზრუნველყოფს მათი მიზნობრიობის დაცვას და რა პასუხისმგებლობას იღებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა მხოლოდ დიპლომატიური განცხადებების ნაწილი არ უნდა იყოს, განცხადებების, რომელთაც რეალურ დროში ქვეყნის შეურაცხმყოფელი ქმედებები მოჰყვება!” – წერს ირაკლი კირცხალია.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

14 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

14 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

14 სთ წინ3 წთ