თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა ზაზა შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: „დიფ სთეითისვის“ ძალიან მნიშვნელოვანია  იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს, რომელიც ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს არ ექვემდებარება, ამის გაკეთება კი, საომარ მდგომარეობაში ძალიან მარტივდება ზაზა შათირიშვილი:  „AFD“-ს აკრძალვაზე საუბარი კვლავ გააქტიურდა და მსგავსი შინაარსის განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, „AFD“-ს  აკრძალვის პროცედურები რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის, იმ პირობებში, რომ გერმანიამ რუსეთი ლაიფციგში აეროპორტის თავდასხმის მცდელობაში სახელმწიფო დონეზე დაადანაშაულა, ნოყიერი ნიადაგი იქმნება ზაზა შათირიშვილი:  სახელისუფლებო ძალები, ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის გამტარებელი მედიასაშუალებები და პოლიტიკური ოპონენტები პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“  გამუდმებით თავს ესხმიან. არაერთხელ გაჟღერდა ამ პარტიის აკრძალვის მოწოდება და ინიციატივაც, თუმცა, „AFD”-ს  მზარდ მხარდაჭერას ვერაფერი მოუხერხეს
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი

ირაკლი კირცხალია – ევროპარლამენტის ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი

ამ რეზოლუციას აქვს რასა იუკნევიჩიენეს ფასი. ამ ტექსტში ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუცია თავიდან ბოლომდე გაჯერებულია სიცრუით.

“მერამდენე რეზოლუციაა ნამდვილად ვეღარ ვთვლით. რას ვკითხულობთ ამ ტექსტში?! – ამოვიკითხავთ ისევ იმ დესტრუქციას, ამოვიკითხავთ ისევ მბრძანებლურ ტონს, ორმაგ სტანდარტს, ამოვიკითხავთ სრულიად აბსურდულ, სიცრუეზე დაფუძნებულ გამოგონილ ფაქტებს და აღქმებზე დაფუძნებულ ტყუილებს. ასე რომ სააკაშვილის პარტიის დე ფაქტო წევრი და წევრები მერამდენე რეზოლუციას დააინიციირებენ ამას ჩვენთვის რისი ფასი აქვს, გითხარით.

როდესაც ორმაგ სტანდარტზე ვსაუბრობთ, ერთი მხრივ ისინი გამოდიან და ამბობენ, რომ თურმე პოლარიზაცია ღუპავს ყველა განვითარებულ ქვეყანას. ამ დროს თავისი ხელით ყველაფერს აკეთებენ, რომ კერძოდ, კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ არაერთ ქვეყანაში, რომელიც სურთ, რომ გახდეს პროქსი სახელმწიფო, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი პოლარიზაციას, სეგრეგაციას საზოგადოებაში. დაყონ მაქსიმალურად, მაქსიმალურად დაამძიმონ სიტუაცია. ეს ერთ-ერთი პუნქტიც ვიზებთან დაკავშირებით, რომ გარკვეულ თავიანთ აგენტურულ ქსელს შეუნარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა, ხოლო დანარჩენ საზოგადოებას საზოგადოებად არ თვლიან, ეს არახალია ჩვენთვის“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი… პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია

4 სთ წინ4 წთ
გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)… პოლიტიკა

გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკა

4 სთ წინ4 წთ
ზაზა შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: „დიფ სთეითისვის“ ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს… პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: „დიფ სთეითისვის“ ძალიან მნიშვნელოვანია  იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს, რომელიც ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს არ ექვემდებარება, ამის გაკეთება კი, საომარ მდგომარეობაში ძალიან მარტივდება

5 სთ წინ3 წთ