— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება ედიკას შვილობილების დაცვაში თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: „დიფ სთეითისვის“ ძალიან მნიშვნელოვანია  იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს, რომელიც ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს არ ექვემდებარება, ამის გაკეთება კი, საომარ მდგომარეობაში ძალიან მარტივდება

ზაზა შათირიშვილი AFD-ს გაუქმების მცდელობაზე: „დიფ სთეითისვის“ ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს…

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია, რომ „დიფ სთეითი“ და გავლენიანი ოლიგარქიული ოჯახები გერმანიას რუსეთთან პირდაპირ ომში ჩასართავად და ევროპის დასასუსტებლად იყენებენ.

შათირიშვილი ხაზს უსვამს ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მზარდ რეიტინგს და მას დამოუკიდებელ ოპოზიციურ ძალად წარმოაჩენს. მისივე თქმით,  „დიფ სთეითს“  აღნიშნული პარტიის ჩამოშორება სურს, ვინაიდან მათი გეგმების შესასრულებლად უდიდეს ბარიერს სწორედ ეს უკანასკნელი ქმნის.

შათირიშვილის თქმით, ევროპაში პროცესები 70-წლიანი მშვიდობის დასრულებისკენ, გლობალურ, დამანგრეველ ომამდე და პოლიტიკური ალტერნატივების განადგურებამდე მიდის, რაც საბოლოოდ კორპორაციული მმართველობის დამყარებით დასრულდება.

„სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მხრიდან აქამდეც არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი ნატოს წევრ ევროპულ სახელმწიფოზე გეგმავდა თავდასხმას, შესაბამისად, ევროპულ საზოგადოებაში აღნიშნული აზრი დიდი ხნის განმავლობაში იტესტებოდა და გარკვეული მოლოდინიც შეიქმნა, ახლა კი გერმანიამ აღნიშნულის შესახებ ღიად განაცხადა, რაც მიგვანიშნებს, ევროპაში 70 წლიანი მშვიდობის დასასრული და ახალი, დამანგრეველი და გლობალური ომი საკმაოდ ახლოს არის, კონტინენტის დაცვის პროცესში კი მოწინავე პოზიციები გერმანიამ უნდა დაიკავოს, რომელსაც შემდგომში, მიყოლებით დაეხმარებიან და მხარს აუბამენ ევროპის სხვა ქვეყნებიც. მანამდე, „დიფ სთეითისვის“ ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო საფრთხე მოიშოროს და იმ პოლიტიკური ძალის გაუქმებას მიაღწიოს, რომელიც მათ კონტროლსა და ოლიგარქიული ოჯახების მიერ შემუშავებულ დღის წესრიგს არ ექვემდებარება, ამის გაკეთება კი, როგორც აღვნიშნე, საომარ მდგომარეობაში ძალიან მარტივდება. ხოლო მას შემდეგ, რაც განსხვავებული აზრის მობილიზაციის შესაძლებლობის მქონე ბოლო სუბიექტიც აიკრძალება, უშუალოდ ომის ინსპირირებაღა რჩება, რითაც „დიფ სთეითი“ ბოლოს და ბოლოს დიდი ხნის წინ გაწერილ გეგმას საბოლოოდ აღასრულებს. – ერთი მხრივ, მსგავსი მასშტაბის ომი, ევროპისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით დამანგრეველი იქნება და, ფაქტობრივად, მის გაკოტრებას გამოიწვევს, რის შემდეგაც, სწორედ გლობალური კორპორაციები აიღებენ საკუთარ თავზე არსებული კრიზისის აღმოფხვრას, რასაც შემდგომში, გადარჩენილი მადლიერი ხალხის მხრიდან კორპორატიული მმართველობის უპირობო მხარდაჭერა და აღიარება მოჰყვება, მეორე მხრივ კი, მსგავს შედეგებს ვნახავთ რუსეთშიც, რომლის ეკონომიკური, სამხედრო თუ სხვა სახის პოტენციალი მაქსიმალურად შეიზღუდება.

სწორედ ასეთია „დიფ სთეითის“ გეგმა, რომელსაც საომარ მდგომარეობაზე აპელირებით ორი კურდღლის დაჭერა – „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვისთვის სასათბურე პირობების შექმნა, პარალელურად კი ევროპის კონტინენტზე მოახლოებული, გლობალური მასშტაბის ომის კონტურების გამოკვეთა და ამისთვის საზოგადოების შემზადება სურს.“- ნათქვამია წერილში.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის

1 სთ წინ2 წთ
ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

16 სთ წინ1 წთ
გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება ედიკას შვილობილების დაცვაში

23 სთ წინ1 წთ