თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დღეიდან სატრანსპტორტო საშვუალებისექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე შემოწმდება ირაკლი კირცხალია – ვიმუშავებთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკურ პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით ირაკლი კირცხალია – უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რამხელა მანქანა მუშაობდა და ახლაც ცდილობს იმუშაოს, რომ ქვეყანაში რეალურ დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ აშშ-ის ინვესტიციები, “შუა დერეფანი” და მილიარდიანი პროექტები – Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა – მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა

ირაკლი კირცხალია: მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა –…

მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, მიმდინარე სასესიო კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება.

„მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. კერძოდ, სამართალდამცველი უწყებების კოორდინირების კუთხით, რომელ პოზიციასაც, როგორც პრემიერის ბრიფინგიდან მოვისმინეთ, დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე. ასევე, ის დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას მთავრობის ადმინისტრაციაში.

ეს ცვლილება დღეს უკვე პირველი მოსმენით გავიდა საკომიტეტო მოსმენაზე, ხვალ პირველი მოსმენა იქნება პლენარულზე და ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა, სადაც უკვე ეს ცვლილება შევა მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში“, – აღნიშნა კირცხალიამ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა.