თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
აშშ-ის ინვესტიციები, “შუა დერეფანი” და მილიარდიანი პროექტები – Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია ცოტნე ანანიძე ოპოზიციის აქტივისტის თეონა ბაღდავაძის განცხადებაზე: გიორგი ზერეკიძის ადამიანურ, ოჯახურ ტრაგედიაზე ქილიკი, ყოველგვარ ქართულობას და ევროპულობას აცდენილია ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური განცხადებები

ირაკლი კირცხალია – ნიკა გვარამიას წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური…

ყველას კარგად გვახსოვს ნიკა გვარამიას და მისი კოლეგების და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა და გინება პირდაპირ ეთერში. ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული და ალბათ, სწორედ მისი წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია თითოეული მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური და შეურაცხმყოფელი განცხადებები, ამას საზოგადოება როგორც აფასებდა, ისე შეაფასებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მედიასთან განაცხადა.

“როდესაც ბატონ გვარამიაზე გვაქვს საუბარი, ნამდვილად სწორად აღუნიშნავთ ჩემს კოლეგებს, საზოგადოებასაც არ სჭირდება ამის შეხსენება, მისი მხრიდან ასეთი უტიფარი, გაუაზრებელი ან შეგნებული და გააზრებული განცხადებები, ბინძური ლექსიკა არახალია ჩვენთვის.

შეგახსენებთ, სანამ ის პოლიტიკაში მობრუნდებოდა, იყო ერთ-ერთი ტელევიზიის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი დამფუძნებელი, ასევე წამყვანი და ამინდის შემქმნელი კონკრეტულ ტელევიზიაში და ყველას კარგად გვახსოვს მისი და მისი კოლეგების და პარტნიორების პერფორმანსები, ბილწსიტყვაობა, გინება პირდაპირ ეთერში და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც ჩვენ ასე ვთქვათ დისკრიმინაციულ და ამორალურ გამოხტომებს და გამონათქვამებს ვისმენთ მისგან, ნამდვილად, სამწუხაროდ, არახალია ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს მიუთითებს მის პიროვნულ სახეზე, თავი დავანებოთ პოლიტიკას, თავი დავანებოთ ასე ვთქვათ მის პოლიტიკურ აქტივობას და დღევანდელ ე.წ. პოლიტიკურ სტატუს, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით მისი წარსული და ალბათ, სწორედ მისი წარსულის და მისი პიროვნების გამოძახილია თითოეული მისი მხრიდან ბინძური, არასწორი, არაეთიკური, შეურაცხმყოფელი განცხადებები, ამას საზოგადოება როგორც აფასებდა, ისე შეაფასებს”, – განაცხადა კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.

აშშ-ის ინვესტიციები, “შუა დერეფანი” და მილიარდიანი პროექტები – Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს… პოლიტიკა

აშშ-ის ინვესტიციები, “შუა დერეფანი” და მილიარდიანი პროექტები – Newsweek-ი საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალზე ანგარიშს აქვეყნებს

36 წთ წინ6 წთ
სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის… პოლიტიკა

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

3 სთ წინ4 წთ
საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის… პოლიტიკა

საუთჰემპტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც სტუდენტ ჰენრი ნოვაკის სასიკვდილო დაჭრასთან დაკავშირებული სამხრე კამერის ვიდეომასალის გავრცელებამ საზოგადოების რისხვა გამოიწვია

4 სთ წინ2 წთ