— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კირცხალია – ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ღიმილის მომგვრელია მათი მცდელობები, რომ როგორმე გაემიჯნონ ერთმანეთს ირაკლი კირცხალია – სამწუხაროდ, ევროკავშირის დღევანდელი ბიუროკრატია და პოლიტიკური ელიტები საბჭოთა მიდგომებს აჯობებენ თავიანთი მიდგომებით წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: რომ ვამბობ, ამ ხელისუფლებასთან ბრძოლა არ არის სწორი, წესრიგი მინდა და ამიტომ ვამბობ ამას. მოვა დრო, იქნება არჩევნები, გამოთქვი შენი აზრი და იქაც უკეთესი აირჩიე და არა უარესი ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე – ურტყამენ ყველაფერს, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე – ურტყამენ ყველაფერს, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა…

ურტყამენ ყველაფერს, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების რეაგირება ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლიანი პოლიტიკის დასტურია.

“კორუფციის ფაქტი გამომჟღავნდება და სახელმწიფოს ამაზე აქვს რეაგირება, არ აქვს მნიშვნელობა ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი. აი, კონკრეტული საკითხი, სადღაც რაღაც ჯგუფი, რომელიღაც ქვეყანაში აყალბებს საბუთს, გამოიძიეს ეს ყველაფერი. ეს როგორ უნდა შემომიტრიალო მე, ხელისუფლებას? ხელისუფლებას რა უნდა შეუტრიალო იცით, რასაც უტრიალებდა ყველა ღირსეული ძალა 2012 წლამდე, როდესაც საქმეს კერავდნენ, რეალური დამნაშავეები რა პირობებში ჰყავდათ.

ყველაფერს ურტყამენ იმას, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს. კორუფციას ვებრძვით და არანაირი ინდულგენცია არ არსებობს. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, ამაზე რეაგირება როცა აქვს პასუხისმგებლიან ხელისუფლებას ეს როგორ შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ შეატრიალო?“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მსგავსი სიახლეები.