— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის- თქვენ მიერ დასახულმა ნათელმა მომავალმა რაც მოუტანა ევროპას, კარგად ჩანს ბოლო 15-20 წლის მაგალითზე

ირაკლი კირცხალია პაველ ჰერჩინსკის- თქვენ მიერ დასახულმა ნათელმა მომავალმა რაც მოუტანა ევროპას, კარგად ჩანს ბოლო 15-20 წლის…

წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად იქცევა და „ქართული ოცნების“ მიერ დანერგილ მოთმინების პოლიტიკას ატარებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინკისთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ფასეულობებზე უარი თქვა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას მოერგო, მორალურ ასპექტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროკავშირის ეკონომიკა შემცირდა და რეცესიაშია.

“ბატონო პაველ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საქართველოში თქვენი მუშაობის პერიოდში ვერც ჩვენი ქვეყანა გაიცანით და ვერც ჩვენი ხალხი და მიზანმიმართულად, მხოლოდ და მხოლოდ თქვენთვის მოცემულ დავალებას ასრულებთ.

სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოში ვიცავთ ტრადიციებს, პატივს ვცემთ ოჯახის სიწმინდეს, ჩვენს რელიგიას და იდენტობას. ბნელ წარსულს უწოდებთ იმას, რომ მხოლოდ ორ სქესს ვაღიარებთ და ჩვენთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ისევე, როგორც ლგბტქ+ პროპაგანდა, განსაკუთრებით ბავშვებში.

ამასთანავე, როგორც ჩანს, თქვენ ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება იცავს კონსტიტუციურ წესრიგს და კანონებს, რომელთა ფარგლებშიც იძულებული ვართ, კანონის შესატყვისად ვიმოქმედოთ და პასუხი ვაგებინოთ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრობიუროკრატიისგან გონებამოწამლულ, რევოლუციის მოწყობისკენ წაქეზებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც თქვენ გმირებად ნათლავთ, რეალურად კი, ისინი სწორედ ევრობიუროკრატიის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის მსხვერპლი არიან.

თქვენივე განცხადებებით, ბნელ წარსულში დაბრუნებად სახავთ ფაქტს, რომ საქართველოში გვაქვს გამჭვირვალობის კანონი და არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ბრიუსელის შავ ფულს ვეღარ დებენ ქართულ პოლიტიკასა და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დანერგვაში, იმ იდეოლოგიის დანერგვასა და გავრცელებაში, რომელიც მრავალი თვალსაზრისით ფაშიზმზე უარესად კი შეიძლება მივიჩნიოთ.

ამის საპირისპიროდ, როგორც ჩანს, თქვენ საქართველოს ნათელ მომავლად სახავთ იმას, რასაც ევრობიუროკრატია უკვე ითხოვს უნგრეთის ახალი ხელისუფლებისგან, რომ დაუშვან ლგბტქ+ პროპაგანდა და ასევე, არასრულწლოვანთათვის სქესის შეცვლის პროცედურები.

თქვენ მიერ დასახულმა ნათელმა მომავალმა რაც მოუტანა ევროპას, კარგად ჩანს ბოლო 15-20 წლის მაგალითზე. მანამ, სანამ ევროკავშირი იმ ფასეულობებს ეყრდნობოდა, რომელთა დაცვასაც საქართველო განუხრელად ცდილობს, ბატონი ელჩი კი სიბნელეს უწოდებს, ევროკავშირი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გლობალური აქტორი იყო, ხოლო მას შემდეგ, რაც ამ ფასეულობებზე უარი თქვა და ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას მოერგო, მორალურ ასპექტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროკავშირის ეკონომიკა შემცირდა და რეცესიაშია, გაერთიანების წევრი ქვეყნების უმრავლესობა კი უმძიმესი კრიმინოგენური პრობლემების წინაშეა.

უფრო მარტივად რომ განვმარტოთ თქვენი გზავნილის შინაარსი, ჩვენთვის ის დაახლოებით ასე ჟღერს – ნათელი მომავალია თქვენ მიერ წაქეზებული ახალგაზრდების მოწყობილი რევოლუცია, რასაც ხელისუფლებაში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მართული აქტორების მოსვლა უნდა მოჰყვეს, რათა საქართველომაც ის სავალალო ბედი გაიზიაროს, რა დღეშიც ბრიუსელის პოლიტიკამ ევროპული ქვეყნები ჩააგდო.
რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა, მაგრამ გულუბრყვილოები არ ვართ და კარგად ვხვდებით, რომ ელემენტარული დიპლომატიური ეთიკაც კი არ მოგცემდათ ამ და ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ სხვა არადიპლომატიური განცხადებების გაჟღერების უფლებას, მაგრამ თქვენს ქმედებებსა და განცხადებებში აშკარად იგრძნობა და იკითხება „დიფ სთეითის“ ხელწერა და გავლენა.

რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში თქვენ დიპლომატიურ მისიას ასრულებთ, შესაბამისად, წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად იქცევა და „ქართული ოცნების“ მიერ დანერგილ მოთმინების პოლიტიკას ატარებს. ამ პოლიტიკის ფარგლებში, მაქსიმალურად ვერიდებით ნებისმიერი სახის კონფლიქტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რადგან საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებს შორის მჭიდრო, პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია.
მეორე მხრივ, აშკარაა, რომ მანამ, სანამ ევრობიუროკრატია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს ექვემდებარება, თქვენი გაწვევის მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ვინაიდან თქვენს ნაცვლად ბრიუსელი კვლავ ამ ძალების მორჩილ წარმომადგენელს გამოგზავნის, ადამიანს, რომელიც თქვენს მსგავსად არ წარმოადგენს და არ გამოხატავს ევროპელი მოსახლეობის აზრსა და პოზიციას.

დასასრულ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოში თქვენი მსგავსი ფიგურის შენარჩუნება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კარგად დაინახოს განსხვავება „დიფ სთეითის“ მართულ ევროპასა და იმ რეალურ ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ გაერთიანებას შორის, რომლისკენაც საქართველო გაცხადებულად მიისწრაფვის და ამ სწრაფვას ვერც პირადად თქვენ და ვერც არაფორმალური ოლიგარქიული გავლენით მოქმედი ევრობიუროკრატია შეაჩერებს”, – წერს ირაკლი კირცხალია.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

18 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

18 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

18 სთ წინ3 წთ